არომატების სახლის — Maison Noir-ის შექმნის იდეა იმ გამორჩეული და მაღალი ხარისხის სურნელებისადმი დაუოკებელი ვნება იყო, ადამიანებს ახალ ცხოვრებისეულ გზებს რომ ასწავლიან და თვითგამოხატვის ძალას ანიჭებენ.
კლაუდიო დენცი, თანადამფუძნებელი: „Maison Noir-ის ნოსტალგიური და ამავდროულად თანამედროვე ხასიათით, ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ფრანგული პარფიუმერიის ოსტატობის ტრადიციას.“
Maison Noir-ის ყოველი ქმნილება გრძელვადიანი მოქმედების ფორმულით, საუკეთესო ინგრედიენტებით, მკაფიო ხელწერით გამორჩეული უნისექსური სურნელია.
თითოეულ მათგანზე ინდუსტრიის წამყვან პარფიუმერულ სახლებში მოღვაწე, მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერმა პროფესიონალებმა იმუშავეს.
„სუნამოები ჩვენს გრძნობებს შთააგონებს და ფანტაზიებს აღვივებს. გვწამს, რომ საუკეთესო არომატის შესაქმნელად, მრავალმხრივი მიდგომებია საჭირო, რისთვისაც ჩვენს ყოველ პროდუქტში ენთუზიაზმით ვაქსოვთ პერსონალური ისტორიების დეტალებს და არა მხოლოდ სურნელს, არამედ — მთელ სურნელოვან სამყაროებს ვქმნით,“— დევიდ ვებერი, Maison Noir-ის თანადამფუძნებელი.
Maison Noir-ის არომატების გაცნობისას, დარწმუნდებით, რომ ბრენდი მართლაც სურნელოვან სამყაროებს ავითარებს: „ვძერწავთ გამოცდილებებს, რომელთათვისაც გვიწევს, დაკვირვებით ჩავუღმავდეთ შემოქმედებით პროცესებს და არასოდეს ვუღალატოთ მაღალ სტანდარტებს. სრულყოფილებისკენ სწრაფვა დროს მოითხოვს, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ დრო ამ ძვირფასი საქმისთვის გაღებული საუკეთესო ინვესტიციაა — შედეგად ხომ სურნელოვან სამყაროებს მოვიმკით, რომელთაც ძალუძთ, ადამიანები შთააგონონ და უნიკალური არომატის აღმოჩენისკენ უბიძგონ.
ჩვენი სუნამოები სურნელის გარეშეც ცხოველქმნილია,“— აცხადებენ Maison Noir-ის წარმომადგენლები.
Maison Noir-ის ყველა პროდუქტი (უნისექსური სუნამოები და ინტერიერის არომატები) საფრანგეთში მზადდება, მათ შეფუთვასა და დიზაინზე კი შვეიცარიაში მუშაობენ.
