მთავარიშოპისუნამო

VERTIGO 236

VERTIGO 236
VERTIGO 236

Eau de Parfum

სუნამო

Maison Noir-ის Vertigo 236 ველური ოკეანიდან მონაბერი ბრიზის სურნელოვანი ასოციაციაა, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების სურნელის კვალი ერწყმის — ლიმონის, სხვადასხვა ენდემური მცენარისა და ციტრუსის ხეების აკორდები.

მოცულობა:

Not Chosen

330.00 ₾
აღწერა

აქ და ახლა!

ხომ იცი, ყოველი დღე მოულოდნელი შესაძლებლობებისკენ მიგვიძღვის;

ყოველდღიურად გვეძლევა საშუალება, თავით გადავეშვათ ცხოვრების მიერ ბოძებულ შესაძლებლობებში და

მაქსიმალურად შევიგრძნოთ ისინი, თითქოს სხვა შანსი აღარ იქნება…

Maison Noir-ის Vertigo 236 ველური ოკეანიდან მონაბერი ბრიზის სურნელოვანი ასოციაციაა, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების სურნელის კვალი ერწყმის — ლიმონის, სხვადასხვა ენდემური მცენარისა და ციტრუსის ხეების აკორდები.

Vertigo 236 ჩვენს ოთახებს დილის გამამხნევებელი სურნელით ავსებს, ენერგიას გვანიჭებს და ოკეანისკენ მიგვიძღვის.

Firmenich-ის პარფიუმერი ალექსანდრა მონე, Maison Noir-ის Vertigo 236-ის შემქმნელი:

„Vertigo 236 უფსკრულის მწვერვალის მეტაფორაა: გამხსნელ ნოტებში თანდათან ძლიერდება ლიმონის და პიტნის გრილი, არომატული სურნელი და ზაფრანას ერწყმის, არომატის გულს კი ხის ბაზასთან შეზავებული წითელი სალბის სურნელოვანი ასპექტი აგვირგვინებს.“


გამხსნელი ნოტები: ლიმონი, პიტნის ფურცლები, ზაფრანა

გულის ნოტები: წითელი სალბი, ამბროქსანი

საბაზისო ნოტები: პაჩული, სუფთა ვეტივერი, მუშკი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), LIMONENE, BENZYL SALICYLATE, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, ETHYLHEXYL SALICYLATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, LINALOOL, CITRAL, COUMARIN, GERANIOL, CITRONELLOL

არომატების სახლის — Maison Noir-ის შექმნის იდეა იმ გამორჩეული და მაღალი ხარისხის სურნელებისადმი დაუოკებელი ვნება იყო, ადამიანებს ახალ ცხოვრებისეულ გზებს რომ ასწავლიან და თვითგამოხატვის ძალას ანიჭებენ.

კლაუდიო დენცი, თანადამფუძნებელი: „Maison Noir-ის ნოსტალგიური და ამავდროულად თანამედროვე ხასიათით, ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ფრანგული პარფიუმერიის ოსტატობის ტრადიციას.“

Maison Noir-ის ყოველი ქმნილება გრძელვადიანი მოქმედების ფორმულით, საუკეთესო ინგრედიენტებით, მკაფიო ხელწერით გამორჩეული უნისექსური სურნელია.

თითოეულ მათგანზე ინდუსტრიის წამყვან პარფიუმერულ სახლებში მოღვაწე, მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერმა პროფესიონალებმა იმუშავეს.

„სუნამოები ჩვენს გრძნობებს შთააგონებს და ფანტაზიებს აღვივებს. გვწამს, რომ საუკეთესო არომატის შესაქმნელად, მრავალმხრივი მიდგომებია საჭირო, რისთვისაც ჩვენს ყოველ პროდუქტში ენთუზიაზმით ვაქსოვთ პერსონალური ისტორიების დეტალებს და არა მხოლოდ სურნელს, არამედ — მთელ სურნელოვან სამყაროებს ვქმნით,“— დევიდ ვებერი, Maison Noir-ის თანადამფუძნებელი.

Maison Noir-ის არომატების გაცნობისას, დარწმუნდებით, რომ ბრენდი მართლაც სურნელოვან სამყაროებს ავითარებს: „ვძერწავთ გამოცდილებებს, რომელთათვისაც გვიწევს, დაკვირვებით ჩავუღმავდეთ შემოქმედებით პროცესებს და არასოდეს ვუღალატოთ მაღალ სტანდარტებს. სრულყოფილებისკენ სწრაფვა დროს მოითხოვს, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ დრო ამ ძვირფასი საქმისთვის გაღებული საუკეთესო ინვესტიციაა — შედეგად ხომ სურნელოვან სამყაროებს მოვიმკით, რომელთაც ძალუძთ, ადამიანები შთააგონონ და უნიკალური არომატის აღმოჩენისკენ უბიძგონ.

ჩვენი სუნამოები სურნელის გარეშეც ცხოველქმნილია,“— აცხადებენ Maison Noir-ის წარმომადგენლები.

Maison Noir-ის ყველა პროდუქტი (უნისექსური სუნამოები და ინტერიერის არომატები) საფრანგეთში მზადდება, მათ შეფუთვასა და დიზაინზე კი შვეიცარიაში მუშაობენ.