M.Micallef

არომატული სახლი Parfums M.Micallef 1996 წელს, სუნამოების მსოფლიო დედაქალაქ გრასში დაარსდა. იდეის ავტორები და დამფუძნებლები ფრანგი პარფიუმერი ცოლ-ქმარი — მარტინ მიკალეფი და ჟოფრე ნეჟმანი არიან. არომატულმა პროექტმა მალე მოიპოვა საყოველთაო წარმატება, ოჯახური ბიზნესის ალქიმია კი „ხელოვნების და სურნელის“ კონცეფციად გარდაიქმნა.

Parfums M.Micallef დღეს პარფიუმერების, არტიზანებისა და ხელოვანების სახლს წარმოადგენს, რომელსაც ორიგინალური სურნელოვანი ხელწერის გამო, მთელ მსოფლიოში აფასებენ: ბრენდის პროდუქცია 75 ქვეყნის 900-მდე ლუქს-კლასის სავაჭრო ცენტრში და Parfums M.Micallef-ის მონო-ბუტიკებშია წარმოდგენილი.

როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, Parfums M.Micallef-ის წარმატების საიდუმლო პარფიუმერიის თანამედროვე სამყაროში უსაზღვრო შემოქმედებითი აზროვნებით ოპერირებაა.

მარტინ მიკალეფი, ხელოვნება და მატერია

Parfums M.Micallef-ის არტ-დირექტორმა და ხელოვანმა — მარტინ მიკალეფმა ბრენდისათვის უნიკალური სულის შთაბერვა და ნიშური პარფიუმერიის სამყაროში გამორჩეული იმიჯით პოზიცირება წარმატებით შეძლო:

ყოველ ახალ პროექტს სპეციალური შეკვეთის მიდგომით იწყებს, მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვეობას და განუწყვეტლივ ავთენტურობის ძიებაშია. ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ემოციურ დამოკიდებულებას უნიკალური სასაუბრო ენით ახერხებს — მოცემული უნარი კი იმ შემოქმედებითი სიმამაცის დამსახურებაა, ცხოვრების არაკონფორმისტულმა წესმა და ხშირმა მოგზაურობებმა რომ განაპირობეს.

დამფუძნებელთა დახვეწილი გემოვნების დასტურია ოსტატური ხელოვნებით შექმნილი Parfums M.Micallef-ის სხვადასხვა კოლექციის ფლაკონებიც: ბრენდის რაფინირებული არომატების მსგავსად, მათზე მუშაობის პროცესიც სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეფუძნება.

ჟოფრე ნეჟმანმი, განვითარების ხედვა და „ცხვირი“

ჟოფრე ნეჟმანის კარიერა საერთაშორისო ფინანსების სფეროში იღებს სათავეს. პარფიუმერიის ბიზნესში გრასში მოღვაწე „ცხვირთან“ — ჟან-კლოდ ასტიესთან თანამშრომლობით შეაბიჯა და ცოლთან ერთად, სურნელოვანი კომპოზიციების შექმნის საოცარი ნიჭი გამოავლინა. დღემდე თვითნასწავლი პარფიუმერია, რომელიც მგრძნობიარე არომატულ კომპოზიციებს საკუთარ ემოციებს უძღვნის.

„გრასის ბრწყინავლე ტერუარი ყოველდღიურად ახერხებს ჩვენი გრძნობების გაღვიძებას.  ლამაზი მინდვრებითა და ვიწრო ქუჩებით მორთულ, მზის მშვიდი სხივებით განათებულ სამოთხეში, ჰაერი გამჭოლი სურნელოვანი ნოტებითაა გაჟღენთილი, ჟასმინის, ვარდების, ზამბახების, იების, ფორთოხლის ყვავილების, ციტრუსების, არომატული მცენარეების ჯარი რომ გამოსცემს — სწორედ ამ ნოტების პალიტრას ირეკლავს ჩვენი ქმნილებებიც. Parfums M.Micallef-სუნამოები სიკაშკაშის, მეფური ბუნების, ისტორიის და საფრანგეთის რივიერას ცხოვრების სტილის სურნელოვანი სარკეა — ადგილისა, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ვქმნით,“ — მარტინ მიკალეფი და ჟოფრე ნეჟმანი.

სურნელოვანი სამყარო

მდიდრული, გურმანული, ნათელი, ყვავილოვანი, მერქნოვანი და პიკანტური სტილის მუდამ ელეგანტური არომატები, ყველაზე კეთილშობილურ პარფიუმერულ ნედლეულებს, მათ შორის — გრასში გავრცელებულ უიშვიათესი მცენარეების ექსტრაქტებს შეიცავს.

M.Micallef-ის არომატულმა სახლმა საწყის ეტაპზე „ორიენტალის“ (აღმოსავლური ტიპის სურნელი) ტიპის სურნელოვანი ოჯახის პროდუქციის წარმოება დაიწყო, დროთა განმავლობაში კი, შემოქმედებითი პალიტრა, სხვადასხვა ნიუანსით — ორიგინალური კომბინაციებისადმი სწრაფვითა და ავან-გარდის შეგრძნების თანდაყოლილი ხელწერით გაამდიდრა.

არტიზანული ფლაკონები

მარტინ მიკალეფის დიზაინით, გრასში შექმნილი ხელნაკეთი სამკაულებით გაფორმებული ყოველი სუნამოს ფლაკონი, თავის მხრივ, ქარიზმატული ობიექტი და არომატთა მდიდრული დაგვირგვინებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრისტალებით მოჭედილი და ოქროს წყალში ამოვლებული ან ხელით მოხატული და აჟურული მეტალით მორთული თითოეული ბოთლის ესთეტიკას.

ჟასმინის მიწა

მიუხედავად იმისა, რომ მარტინ მიკალეფის და ჟოფრე ნეჟმანის შემოქმედების შთაგონების წყარო ოცნებების სამყაროა, შთაგონებათა მატერიალიზებისას, პარფიუმერთა დუეტი მყარად დგას მიწაზე — ყვავილებთან ახლოს, მისდევს რა პასუხისმგებლობიან პარფიუმერიას:

M.Micallef-ის არომატული სახლი წარმოების მოკლე ციკლის — „ყვავილიდან ბოთლამდე“ იდეის განსავითარებლად, ბრენდის ქარხნისა და სახელოსნოს მიმდებარე გრასის სამებაღეო ქონების ექსკლუზიური პარტნიორია. M.Micallef-ის სურნელოვან კომპოზიციებში შემავალ ცენტიფოლიას ვარდს, ჟასმინს და ტუბეროზას, მთელი წლის განმავლობაში, მებაღე პიერ კიარლა ანებივრებს.

M.Micallef

DELICE

Eau de Parfum

594.00 ₾
DELICE

M.Micallef, Délice-ის არომატული კომპოზიციით, სიყვარულის და ვნების სურნელოვან გზას გვთავაზობს, ვარდისფერი კენკრით და დარიჩინის სითბოთი გაჟღენთილი მუსკატის კაკლის ნოტების შერწყმით გამომწვევი უდის ხის (ხის, ქარვის — ხის ფისის აღმოსავლური სურნელის აკორდები) მო

Weight:

Not Chosen

594.00 ₾
M.Micallef

DesirToxc

Eau de Parfum

765.00 ₾
DesirToxc

M.Micallef-ის DesirToxc დამაინტრიგებელი არომატია, რომელიც ქალის და მამაკაცის კანთან შეხებისას, თანასწორად ავლენს მგრძნობიარე აკორდებსა და ნედლი ინგრედიენტების, მათ შორის — პარფიუმერიაში საკმაოდ იშვიათად გამოყენებული კანაფის მათრობელა სიუხვეს.

Weight:

Not Chosen

765.00 ₾
M.Micallef

GnTonic

Eau de Parfum

765.00 ₾
GnTonic

M.Micallef-ის GnTonic მბრწყინავი, გაბედული, გემოვნებიანი, დაუდევრად ელეგანტური მამაკაცის თანამგზავრია დღისით და ღამით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოში!

Weight:

Not Chosen

765.00 ₾
M.Micallef

MA NATURE

Eau de Parfum

594.00 ₾
MA NATURE

Ma Nature is a bold and deeply niche fragrance, designed for those who embrace their uniqueness.

Weight:

Not Chosen

594.00 ₾
M.Micallef

Note Vanillée

Eau de Parfum

765.00 ₾
Note Vanillée

Note Vanillée-ის ხარბი, ინტენსიური და მომხიბლავი არომატი მზეზე გახურებული კანის სურნელს მოგვაგონებს, სიმშვიდის და განმარტოების კომფორტულ შეგრძნებებს, რომლებსაც ბონუსად მგრძნობიარე შტრიხები ახლავს.

Weight:

Not Chosen

765.00 ₾
M.Micallef

NOTORIOUS XO

Eau de Parfum

765.00 ₾
M.Micallef

PURE EXTREME

Eau de Parfum

765.00 ₾
PURE EXTREME

Ylang in Gold დამაინტრიგებელი ეგზოტიკური აკორდებით შემდგარი, მზით გაჟღენთილი მანათობელი სურნელია. მისი მგრძნობიარე ტექსტურა კანზე მარგალიტისებრი ოქროს დახვეწილ ვუალს გვახვევს.

Weight:

Not Chosen

765.00 ₾
M.Micallef

RedColorado

Eau de Parfum

435.00 ₾
RedColorado

RedColorado-ს ენერგიული ელექსირის ეფექტის მქონე სურნელი მამაკაცს საკუთარ ინსტინქტებთან აახლოებს და ძალას, თავდაჯერებას უძლიერებს.

Weight:

Not Chosen

435.00 ₾
M.Micallef

ROYAL BLUE

Eau de Parfum

1,095.00 ₾
ROYAL BLUE

Royal Blue is a rare and precious unisex fragrance, designed for lovers of distinctive and unforgettable fragrances.

Weight:

Not Chosen

1,095.00 ₾
M.Micallef

SPIRITUAL

Eau de Parfum

594.00 ₾
SPIRITUAL

M.Micallef-ის Spiritual ფაქიზად შესრულებული ჰაეროვანი, ნათელი არომატული კომპოზიციაა, რომლის სურნელი სითბოს, ძალისა და გამჭვირვალობის ასოციაციებს შორის მერყეობს.

Weight:

Not Chosen

594.00 ₾