მთავარიშოპისუნამო

SECRET WOODS

SECRET WOODS
SECRET WOODS EDP

Eau de Parfum

სუნამო

CoSTUME NATIONAL-ის უკიდურესი დახვეწილობის და ელეგანტურობის ამსახველი Secret Woods რაფინირებული, თანამედროვე ქმნილებაა: კვამლისებრი მერქნების და ზაფრანისა და ტყავის ღრმა, იდუმალი ნოტების კომბინაცია — უკვდავი ინტერპრეტაცია, რომელიც, საუკეთესო ინგრედიენტებით

მოცულობა:

Not Chosen

255.00 ₾
აღწერა

ენიო კაპაზას მიერ სიმეტრიული კონტურებით შექმნილი საკულტო ფლაკონის დიზაინი ელეგანტური მინიმალიზმით ასახავს მამაკაცის ფიგურას. მინა ინტენსიური შაბიამნისფერითაა ლაქირებული, რათა ელემენტებს შორის ჰარმონია — მომაჯადოებელი და მაცდური ალქიმიური ხრიკი წარმოგვიდგინოს.

კომპოზიციას აგვირგვინებს შტამპის მაგვარი, ვერცხლისფერი ლოგო. ფლაკონის ფერისაა სრულად გადამუშავებადი მასალისგან დამზადებული სუნამოს ყუთიც, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს CoSTUME NATIONAL-ის გარემოსდამზოგავ ღირებულებებს.

არომატის შესახებ

CoSTUME NATIONAL-ის სუნამო Secret Woods ხელუხლებელი ტყეების უძრავ ლანდშაფტს განასახიერებს; ხეებსა და მცენარეებს, რომელთა წიაღშიც, შეგიძლიათ, ბუნების სიჩუმეში იცხოვროთ და სრულყოფილ ჰარმონიაში, სამყაროს სიდიადით აღფრთოვანდეთ.

არომატის გაშლისას, გრეიფრუტის ცქრიალა, ციტრუსოვანი ნახტომი ბერგამოტის აკორდის გამამხნევებელ ნოტებს ხვდება და გრძნობათა მაცოცხლებელ, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შეგრძნებას აღძრავს.

ენერგიული თავგადასავლის გულს ღვიის ფაქიზი, არომატული სურნელი წარმოგვიდგენს, დამაინტრიგებელი, ხისებრი ჩრდილებით. კაცობრიობას უნიკალურობის ძიებაში ბუნება ეგებება: მუსკატის კაკლის დამატყვევებელი ნოტები ზაფრანის მდიდრულ აკორდებთან ერთად დნებიან და უკიდურეს შინაგან სიმდიდრეს ამჟღავნებენ, ტყის იდუმალი ძირი კი — მომხიბლავი სიცოცხლისუნაროანობით გვაჯადოებს.

საბაზისო ნოტებში, სტირაქსის რეზინოიდის (სტირაქსი: ლიკვიდამბარის ქერქის ბალზამი. რეზინოიდი: თერმომდგრადი სინთეზური ფისი: ფისოვანი მცენარეების, მათ შორის, გუმფისის, ბალზამის და მისთანების სურნელოვანი ექსტრაქტი. პარფიუმერიაში გამოიყენება არომატის ფიქსატორად) ღრმა ნოტები უკავშირდებიან კრემოვან სანდალის ხეს (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), პაჩულის მერქნისებრ აქცენტებს, ოდნავი სისველის ეფექტს და ტყავის მგრძნობიარობას, ვეტივერის მიწიერი ძალა კი — ტყის ყველაზე ღრმა ფესვებს მოგვაგონებს და ჩვენში წინაპართაგან გადმოცემულ თავისუფლების შეგრძნებას აფეთქებს.

TOP NOTES

Grapefruit, Bergamot Accord, Balkan Juniper

HEARTH NOTES

Nutmeg, Saffron, Styrax

BASE NOTES

Sandalwood, Patchouli, Leather, Vetiver for life LMR

Alcohol Denat. (Sd Alcohol 39C), Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Ethylhexyl Methoxycinnamate, Hexyl Cinnamal, Linalool, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Benzyl Salicylate, Isoeugenol, Citral, Benzyl Cinnamate, Methyl 2-Octynoate, Citronellol, Geraniol, Benzyl Benzoate, Cinnamyl Alcohol.

Costume National Scents was born in 2001 in the fashion heart of the brand created in 1986 by ennio capasa, capable of combining the magic of Japanese minimalism with Italian sartorial mastery. A timeless brand that has been marking the olfactory direction of the great artistic perfumery for over twenty years, combining knowledge, knowledge, passion, and love for the creation of olfactory worlds always capable of making the soul vibrate.

A refined and precious blend of natural and rare elements, largely from the prestigious LMR laboratory in Grasse, are the beginning of our creative journey: the spicy character of cardamom, the heart of patchouli, the lustre of mother-of-pearl hibiscus, the mystery of oud wood, the depth of geranium, the demureness of lavender, and then ambergris, oriental rose, rice powder, orange blossom...The seduction of our fragrances reaches evocation before reason.