J
Eau de Parfum
სუნამო
CoSTUME NATIONAL-ის იაპონიის ტრადიციების და ესთეტიკისადმი მიძღვნილი ოდა — სუნამო „J“ (Japan) დეკონსტრუქციული, მინიმალისტური შტრიხებით, ბრენდის დნმ-ის არსებით ასპექტს ასახავს, სადაც აღმოსავლეთის და დასავლეთის კომბინაცია უნიკალური, გამორჩეული სტილის ემბლემად
Not Chosen
დიზაინის საკულტო ობიექტს წარმოადგენს სუნამოს ფლაკონიც: ენიო კაპაზას ადამიანური სილუეტით შთაგონებული სკულპტურის მინის რეპროდუქცია, ბრენდის იდენტობას საკულტო შავი ფერით განასხეულებს, სფუმატოს კვამლისებრი ეფექტები კი — ამომავალ სინათლეს მოგვაგონებს.
…
არომატის შესახებ
CoSTUME NATIONAL-ის „J“ გეიშას დახვეწილი და ამაყი მზერის განსახიერებაა: არომატის სურნელი, აბრეშუმის დელიკატური და გრაციოზული კიმონოს მსგავსად, ათასწლოვანი კულტურის, ამომავალი მზის მიწა-წყლის ელეგანტურობას და მომხიბლავობას ასახავს.
ცქრიალა, გრილი გამხსნელი ნოტები — ლაბორატორია LMR-ის ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) ზეთი, მანდარინი და ლაიმი, იაპონურ შემოქმედებითობას მოგვაგონებენ და მატერიის მთავარ ელემენტს — წყალს განასახიერებენ.
სინათლით, სიფაქიზით და ელეგანტურობითაა სავსე გულის ნოტები — ალუბლის ყვავილის აფეთქება, ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი და აყვავებული ვარდი.
დამატყვევებელი საბაზისო ნოტები კი — ქაშმირის ხის (ქაშმერვუდი: ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), ბრინჯის ფხვნილის და მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ჰარმონია, ტრადიციების სიღრმეს მოგვაგონებს.
„J“, CoSTUME NATIONAL-ის სუნამო „I-სთან“ სინერგიაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ყნოსვითი მოგზაურობის კომპონენტს შეადგენს და წარსულის და მომავალის სურნელოვანი გზაჯვარედინის აღნიშვნით, ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს.
TOP NOTES
LMR* neroli, mandarin, lime
HEARTH NOTES
Sakura flower, rose, LMR* orange flower absolute
BASE NOTES
Cashmere wood, rice powder, musk
Alcohol Denat. (Sd Alcohol 39-C), Parfum (Fragrance), Aqua (Water), Ethylhexyl Methoxycinnamate, Linalool, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Limonene, Geraniol, Citronellol, Citral.
Costume National Scents was born in 2001 in the fashion heart of the brand created in 1986 by ennio capasa, capable of combining the magic of Japanese minimalism with Italian sartorial mastery. A timeless brand that has been marking the olfactory direction of the great artistic perfumery for over twenty years, combining knowledge, knowledge, passion, and love for the creation of olfactory worlds always capable of making the soul vibrate.
A refined and precious blend of natural and rare elements, largely from the prestigious LMR laboratory in Grasse, are the beginning of our creative journey: the spicy character of cardamom, the heart of patchouli, the lustre of mother-of-pearl hibiscus, the mystery of oud wood, the depth of geranium, the demureness of lavender, and then ambergris, oriental rose, rice powder, orange blossom...The seduction of our fragrances reaches evocation before reason.