მთავარიშოპისუნამო

HOMME

HOMME
HOMME

Eau de Parfum

სუნამო

არომატი HOMME Parfum , არსებითი ელეგანტურობით, წმინდა ინგრედიენტებით და უპრეცედენტო, „იტალიაში დამზადებული“ (Made In Italy) დიზაინით, CoSTUME NATIONAL-ის გენეტიკურ კოდს ასახავს.

მოცულობა:

Not Chosen

255.00 ₾
აღწერა

HOMME Parfum მეგაპოლისის მკვიდრის კოსმოპოლიტური სულია, სრულყოფილების დახვეწილი ინტერპრეტაცია — ესთეტიკური ბალანსი, სადაც შემოქმედებითი ავანგარდი მგრძნობიარე ჰარმონიით ერწყმის თანამედროვე შტრიხების სიწმინდეს.

სუნამოს საკულტო, ქანდაკებისებრი ფლაკონი შემოქმედებითმა გენიოსმა — ენიო კაპაზამ შექმნა, როგორც უნიკალური სტილის ამსახველი არსის გამორჩეული ასპექტი. ფლაკონის მინა, არომატის ელეგანტური ხასიათის აღსანიშნავად, ნაცრისფრითაა შეფერილი.

არომატის შესახებ

CoSTUME NATIONAL-ის მამაკაცის მრავალფასადური, ფერწერის და დიზაინის მოტრფიალე არომატის — HOMME Parfum-ის პერსონაჟი, ცნობისმოყვარე მოგზაური და მკვლევარია, მშვენიერების თანდაყოლილი სიყვარულით. სრულყოფილების უწყვეტ ძიებაში, საკუთარ სტილს და პრეფერენციებს გამოხატავს — აბრეშუმის ხავერდოვანი პიჯაკის მსგავს, უმაღლესი ხარისხის უბერებელ აფირმაციას.

HOMME Parfum-ის ბუნებრივი, უიშვიათესი ნედლი ელემენტების დახვეწილ ნაზავს ექსტრაქტის კონცენტრაცია აქვს, ინგრედიენტების უმეტესი ნაწილი კი გრასის ლაბორატორია LMR-შია შექმნილი.

სუნამოს გამხსნელ ნოტებში, გრეიფრუტის და ბერგამოტის ზეთების ციტრუსოვანი სიგრილე იდეალური ჰარმონიით ერწყმის ლაბორატორია LMR-ის ილის პიკანტურ ექსტრაქტს. ესენციის გულის ნოტებში, LMR-ის დარიჩინის ექსტრაქტის სიმძაფრე კომბინირებულია ამავე ლაბორატორიის ტრიოსთან — ვეტივერის სამი სახის ექსტრაქტთან და LMR-ის პაჩულის ზეთთან, რომელიც არომატს სიმსუბუქეს ანიჭებს.

საბაზისო ნოტებში, კომპოზიციის სიღრმეს ხაზს უსვამს მუშკის, სანდალის და LMR-ის ციტრუსოვანი ლაბდანუმის მექრნისებრი კოქტეილი და თბილ, ჰარმონიულ აქცენტს წარმოქმნის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში. სანდალვუდი / სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით. ლაბდანუმი: ციტრუსების ექსტრაქტი).

HOMME Parfum, თანამედროვე მამაკაცის ეკლექტური სულის ავთენტური აღმნიშვნელია.

TOP NOTES

Grapefruit, cardamom, bergamot

HEARTH NOTES

LMR* Cinnamon, thyme, cloves

BASE NOTES

Patchouli, sandalwood, labdanum

Alcohol denat. (SD alcohol 39C), Parfum (Fragrance), Aqua (Water), Linalool, Limonene, Eugenol, Ethylhexyl methoxycinnamate, Butyl methoxydibenzoylmethane, Ethyl hexyl salicylate, Cinnamal, Benzyl benzoate, Citral, Isoeugenol.

Costume National Scents was born in 2001 in the fashion heart of the brand created in 1986 by ennio capasa, capable of combining the magic of Japanese minimalism with Italian sartorial mastery. A timeless brand that has been marking the olfactory direction of the great artistic perfumery for over twenty years, combining knowledge, knowledge, passion, and love for the creation of olfactory worlds always capable of making the soul vibrate.

A refined and precious blend of natural and rare elements, largely from the prestigious LMR laboratory in Grasse, are the beginning of our creative journey: the spicy character of cardamom, the heart of patchouli, the lustre of mother-of-pearl hibiscus, the mystery of oud wood, the depth of geranium, the demureness of lavender, and then ambergris, oriental rose, rice powder, orange blossom...The seduction of our fragrances reaches evocation before reason.