21
Eau de Parfum
სუნამო
CoSTUME NATIONAL-ის სურნელოვან კომპოზიციაში — 21, უწმინდესი ელემენტები ადნებიან ერთმანეთს და თავიანთი ჰარმონიით, უნიკალური, ძლიერი ხასიათის არომატს წარმოქმნიან — ამოუცნობ კონტრასტს, რომელიც თეთრი სისპეტაკის და ღრმა მისტერიის მოულოდნელი ნაზავით იბადება.
Not Chosen
ამ ემოციურ სურნელში, გულითადი რძე საბურველში ახვევს პიკანტურ და მერქნისებრ ნოტებს; საპირისპირო პოლუსები ახალი სასიცოცხლო ძალის გენერირებისთვის მიიზიდებიან; სიმდიდრისა და მგრძნობიარობის ცნებები კი — ერთ არსში იყრიან თავს.
დიზაინის საკულტო ობიექტს წარმოადგენს სუნამოს ფლაკონიც: ენიო კაპაზას ადამიანური სილუეტით შთაგონებული სკულპტურის მინის რეპროდუქცია, უმანკოების განსასახიერებლად, თეთრითაა შეფერილი.
…
არომატის შესახებ
CoSTUME NATIONAL-ის მრავალფასადური, უკიდურესად დამაინტრიგებელი სუნამო — 21, სიწმინდის და მგრძნობიარობის, სინათლის და ჩრდილების, არსებითობის და სიმდიდრის ასპექტების იდეალური ბალანსია. არომატი, ქაშმირის ნაზი ქსოვილის მსგავსად, სიმშვიდის და მოფერების შეგრძნებებს აღძრავს და იდუმალი სურნელების ნაზავით, გრძნობებს აჯადოებს.
სუნამოს სახელწოდება სიმბოლურია: მის შესაქმნელად, სწორედ 21 დახვეწილი, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტი გამოიყენეს. 21-ის კომპოზიციაში, ზაფრანის სითამამე უპირისპირდება რძის უმანკოებას და ფორთოხლის ყვავილის სინაზეს.
არომატის გულში, სამეფო ჟელეს ენაცვლებიან მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), ოლიბანუმის (საკმეველის ნაირსახეობა) და შავი პილპილის ნოტები, შემდეგ კი — სუნამოს უკიდურესად გამყოლი, მკვეთრი ბაზა ვლინდება — ქაშმერანის (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), უდის ხის (ხის, ქარვის — ხის ფისის აღმოსავლური სურნელის აკორდები), ლაბდანუმისა (ციტრუსების ექსტრაქტი) და ვანილის ბლენდი, როგორც უსასრულო, რაფინირებული ჰარმონია.
TOP NOTES
Milk, saffron, orange blossom, bergamot
HEARTH NOTES
Royal jelly, cumin, olibanum, musk, black pepper, sage
BASE NOTES
Amber, cashmeran, sandalwood, musk, oud wood, labdanum, fava tonka, vanilla, vetiver, cedarwood, patchouli
Alcohol Denat. (Sd Alcohol 39-C), Parfum (Fragrance), Aqua (Water), Benzyl Salicylate, Linalool, Limonene, Coumarin, Citral, Eugenol, Benzyl Benzoate, Cinnamyl Alcohol, Benzyl Cinnamate.
Costume National Scents was born in 2001 in the fashion heart of the brand created in 1986 by ennio capasa, capable of combining the magic of Japanese minimalism with Italian sartorial mastery. A timeless brand that has been marking the olfactory direction of the great artistic perfumery for over twenty years, combining knowledge, knowledge, passion, and love for the creation of olfactory worlds always capable of making the soul vibrate.
A refined and precious blend of natural and rare elements, largely from the prestigious LMR laboratory in Grasse, are the beginning of our creative journey: the spicy character of cardamom, the heart of patchouli, the lustre of mother-of-pearl hibiscus, the mystery of oud wood, the depth of geranium, the demureness of lavender, and then ambergris, oriental rose, rice powder, orange blossom...The seduction of our fragrances reaches evocation before reason.