მთავარიშოპისუნამო

ZEST DI SORRENTO

ZEST DI SORRENTO
ZEST DI SORRENTO

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Zest di Sorrento მსოფლიოს საუკეთესო ციტრუსებს მიაგებს პატივს.

მოცულობა:

Not Chosen

501.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: ციტრუსოვანი

ძირითადი ნოტები: ციტრუსი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), ხის მერქნები

არომატის შთაგონება

სამხრეთის გაელვება — ამალფის სანაპიროსა და სორენტოს ნახევარკუნძულის სიმბოლო:

SIMONE ANDREOLI-ს Zest di Sorrento („სორენტოს ცედრა“) მსოფლიოს საუკეთესო ციტრუსებს მიაგებს პატივს.

ყვითელი, შუშხუნა არომატი, იტალიური ზაფხულის გამორჩეული გემოთი — ციტრუსების აფეთქებით, სორენტოდან ამალფისკენ მიმავალ გზაზე, რომანტიკურ ლანდშაფტებს მოგვაგონებს.

ციტრუსი, ნეროლი, ტყის არომატი, კონიაკი.

Alcohol, Parfum (Limonene, Linalool, Citral, Citronelool, Geraniol), Aqua, Diethyl phthalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“