YASMINA BY KAJAL
Eau de Parfum
სუნამო
ჟასმინის ყვავილის ფაქიზი ფორმა წინააღმდეგობაშია მის ძალასთან, პროექციასა და გავლენასთან.
Not Chosen
Yasmina — ძალაუფლებაა.
როდესაც ხელში იასამნის ტოტები გვიკავია, სიფაქიზის, სისუსტის, სინაზის ასოციაციები გვიპყრობს, თუმცა ამ ყვავილის იდუმალოება სწორედ სურნელია — სიძლიერის, პროექციის, ძალაუფლების განსახიერება.
„ჟასმინთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებები ბებიას მახსენებს, გამთენიისას რომ მეძახდა ხოლმე, ბაღში გავქცეულიყავი და ლეღვი დამეკრიფა. მახსოვს, როგორ მივრბოდი გვირილებს, ეკლებსა და ბაბუაწვერებს შორის და ხის კენწეროზე ვძვრებოდი, ყველაზე მწიფე ნაყოფს რომ შევწვდომოდი. ლეღვს ფრთხილად ვწყვეტდი, მისი რძით ხელები რომ არ დამეწვა. მთავარი თავგადასავალი კი შემდეგ იწყებოდა — კრეფის დასრულებისას, აუცილებლად იასამნის ხეს ვაკითხავდი და სათუთად ვაგროვებდი მის ნაზ ყვავილებს, ლეღვით სავსე ჯამში ვაწყობდი და მათი სურნელით ვტკბებოდი. ამ სასიამოვნო შეგრძნების გასაძლიერებლად, იასამნის ტოტებიც კი ჩამიღეჭავს, ღვთაებრივი ნექტარის სურნელი უკეთ რომ შემეგრძნო,“ — მოი ხალაფი, KAJAL PERFUMES PARIS-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
მოი ხალაფის ბავშვობის სანუკვარი მოგონება Drom-ის პარფიუმერმა — ვალერი გარნუჩ-მენცელმა KAJAL PERFUMES PARIS-ის Yasmina-ს ნაზი და ამავდროულად, მძაფრი არომატით გააცოცხლა. სუნამოს მეფური სურნელის პირველვე შესუნთქვით იგრძნობა მისი თავდაჯერებული, ანიმალისტური, მომთხოვნი და ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული არომატული ხასიათი.
გამხსნელი ნოტები უხეში ილის, ზაფრანის და ვარდის სურნელთა გამაოგნებელი შერწყმაა. ჟასმინის და ორისის ანიმალისტური ასპექტები სუნამოს დამატყვევებელ ძალას ანიჭებენ. გულის ნოტებში ტყავის მკვეთრი აკორდები და ვისკის უნიკალური სურნელი იკვეთება.
სუნამოს ველურ ასპექტს ნაზი საბაზისო ნოტები — ვანილის და ტონკას მარცვლების პაჩულისთან შერწყმა ათვინიერებს.
ზედა ნოტები: კარდამონი, ზაფრანა, ვარდი
შუა ნოტები: ჟასმინი, იისფერი, ტყავი, ვისკი
ძირითადი ნოტები: პაჩული, ტონკას მარცვლები, ვანილი
ALCOHOL DENAT.
PARFUM
WATER
CITRONELLOL
GERANIOL
COUMARIN
ALPHA-ISOMETHYL IONONE
LINALOOL
EUGENOL
FARNESOL
CITRAL
LIMONENE
BENZYL BENZOATE
BENZYL CINNAMATE
BENZYL ALCOHOL
ISOEUGENOL
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.