Xtina
Eau de Parfum
სუნამო
Christina Aguilera-ს Xtina ვარსკვლავის მკაფიო ხელწერით გამორჩეული თანამედროვე სურნელია.
Not Chosen
Christina Aguilera-ს მკვეთრი, დინამიკური და ტრანსფორმაციული Xtina გამბედავი არომატია, რომელიც ვარსკვლავის ცეცხლოვანი, უშიშარი მოგზაურობისკენ მიგვიძღვის და მუდმივი მოძრაობისკენ, ახალი აღმოჩენებისა და გარდაქმნისკენ გვიბიძგებს. ქრისტინა აგილერას მეტსახელისადმი, პერსონალური სამკაულებისა და საავტორო წითელი ფერისადმი მიძღვნილი ინტიმური ოდა, ვარსკვლავის მკაფიო ხელწერით გამორჩეული თანამედროვე სურნელია.
არომატი იდეალურად გამოხატავს თავისუფლების შეგრძნებაში, პიროვნულ გაძლიერებასა და ქალური ენერგიის გამოსხივებაში გამჟღავნებულ ქრისტინას უწყვეტ პიროვნულ ევოლუციას. საკულტო სიმბოლო — X-ით და ჯაჭვით დამშვენებული სუნამოს ფლაკონიც, მომღერლის სამკაულების შთაგონებით შეიქმნა.
სურნელით დაწყებული, შეფუთვით დასრულებული, Xtina ქალის პიროვნების პრივატულ შტრიხებს გვიზიარებს; საშუალებას გვაძლევს, შევეხოთ ვარსკვლავის ურყევ ძალასა და ენერგიას და პიროვნული გარდაქმნა ცხოვრების სწორი კურსიდან გადახვევის გარეშე მოვახერხოთ. Xtina-ს არომატი, თქვენს ადგილს, ყველგან თვალსაჩინოდ მონიშნავს, გულს კი — ტრანსფორმაციის დაუძლეველი სურვილით აგინთებთ.
Top notes: Sparkling Raspberry, Black Currant & Bosc Pear;
Heart notes: Sugared Rose Petals, Jasmine Absolute & Violet Leaf;
Base notes: Patchouli, Oakmoss, Amber & Musk
Alcohol Denat., Aqua/Water/Eau, Parfum (Fragrance), Propylene Glycol, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Salicylate, Citral, Citronellol, Coumarin, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Ext. Violet 2 (CI 60730). B03222
ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი — ქრისტინა აგილერა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ვარსკვლავური პარფიუმერული ფრანჩიზის მფლობელია: Christina Aguilera მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, გერმანიაში კი, ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავურ ბრენდს წარმოადგენს.
Christina Aguilera-ს პარფიუმერული სახლი, 2007 წლიდან, დამატყვევებელ სუნამოებს ქმნის, რომლებიც ქალების მოტივაციას ემსახურება და ფემინურობასა და სიძლიერეს მიაგებს ოდას.
შეაბიჯეთ ქრისტინა აგილერას ინტიმურ სურნელოვან სამყაროში და აღმოაჩინეთ არომატები, რომლებიც მის ვარსკვლავურ ძალას, თავდაჯერებასა და მგრძნობიარობას ასხივებენ. მისი კოლექციის ყოველი პროდუქტი იმ თანამედროვე ქალის ყოველდღიური თანმხლებია, რომელსაც სურს, საკუთარ ცხოვრებას გლამურის მცირე დოზა შემატოს, ახალ სოციუმში ინტეგრაციას კი არასოდეს უშინდება.