X OUD
Eau de Parfum
სუნამო
SweDoft-ის არომატი X OUD სურნელოვან ხასიათს კონტრასტული პარფიუმერული ნოტების მთელი ნაკრებით წარმოგვიჩენს.
Not Chosen
SweDoft-ის არომატი X OUD სურნელოვან ხასიათს კონტრასტული პარფიუმერული ნოტების მთელი ნაკრებით წარმოგვიჩენს:
პიკანტური ინდური უდით დაწყებული, შავი მოცხარის სიტკბოთი დასრულებული, პაჩულის ბზინვარებით შემკული თეთრი რომის, შებოლილი ტყავის და ზაფრანის ნოტები მუშკს (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), ანანასს, ვაშლს და ჟასმინს ერწყმის.
X OUD-ის შექმნის იდეა, ინდური უდის — აგარის მისტიკური ხეების ნატურალური არომატის გადმოცემა იყო, ამიტომაც, უნიკალური პარფიუმერული ტექნოლოგიის გამოყენებით, სურნელის განვითარების ყველა ეტაპზე დომინირებს კრისტალივით წმინდა უდი (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).
სურნელოვანი ნოტები:
აგარის ხე (აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ზაფრანა, შებოლილი ტყავი, შავი მოცხარი.
სურნელოვანი ნოტები:
აგარის ხე, ზაფრანა, შებოლილი ტყავი, შავი მოცხარი.
დამხმარე ნოტები:
პაჩული, მუშკი, ანანასი, ვაშლი, ჟასმინი
ნიშ არომატების სახლი — SweDoft 2015 წელს, ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. კომპანიის ხედვა და დამფუძნებელთა ოცნება პარფიუმერულ ბაზარზე წამყვან მოთამაშეთა შორის პოზიცირება იყო.
ბრენდის საწყისმა კონცეფციამ — კერძო, უნიკალური კლიენტებისთვის შექმნილმა ინდივიდუალურმა არომატებმა, 2019 წელს, გლობალური განვითარება ჰპოვა: SweDoft-ის სუნამოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.
SweDoft-ის არომატების შთაგონება მითები და ლეგენდებია, იდუმალი ისტორიული პერსონაჟების, მათ შორის — რასპუტინისა და კაზანოვას ამბები.