მთავარიშოპისუნამო

WOODSTOCK PATCHOULI

WOODSTOCK PATCHOULI

EAU DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს ესენცია — Woodstock Patchouli („ვუდსტოკის პაჩული“) დამაჯერებელი, გამომწვევი სურნელით იშლება, სამბაკის ჟასმინის და ფინიკის პალმის თავდაჯერებით მოცული წითელი პაჩულის ძლიერი მინიშნებებით.

მოცულობა:

Not Chosen

330.00 ₾
აღწერა

კლასიკური პარფიუმერიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი კვინტესენციური პაჩულია — უძვირფასესი ექსტრაქტი უნიკალური მახასიათებლებით.

პაჩული — ბოტანიკური სახელწოდებით Pogostemon Cablin მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მის ფოთლებს, ქარვისფერი ეთერზეთის ექსტრაქციისთვის, აშრობენ და ადუღებენ. იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ველურ ბუნებაში, ზღვის დონიდან 900-იდან 1800 მეტრის სიმაღლეზე. ეს მცენარე პოპულარული გახდა 1960-იანების ბოლოს, ჰიპების მოძრაობის პერიოდში, როდესაც ადამიანები აღმოსავლური კულტურით აღფრთოვანდნენ: იმ დროს, პაჩული „ინდოეთის სურნელად“ მიიჩნეოდა; მალე ბოჰემური ცხოვრების სტილის სიმბოლოც გახდა და კინოსა და მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე ექსკლუზიური წვეულებების სურნელად იქცა. თანამედროვე ისტორიის პირველი უნისექსური სუნამო, სწორედ, იმდროინდელი Woodstock Patchouli იყო, რომელსაც Giardino Benessere-ს თანამედროვე ესენცია მიაგებს ოდას.

Woodstock Patchouli დამაჯერებელი, გამომწვევი სურნელით იშლება, სამბაკის ჟასმინის და ფინიკის პალმის თავდაჯერებით მოცული წითელი პაჩულის ძლიერი მინიშნებებით. გამხსნელ ნოტებს რომის და ქლიავის სურნელის ძალა გამოკვეთს.

კომპოზიციის მთავარ მამოძრავებელ ღერძს წარმოქმნის არომატის გული, რომელიც ვირჯინიის კედარის ნოტებით ამოფენილი ძვირფასი ინდური პაჩულის და მუსკატის კაკლისა და ომანის საკმეველის კონტრასტით გვიღებს კარს.

ჰიპსტერული კულტურის ამ მდიდრულ დღესასწაულს მტკიცე საფუძველი აქვს — მადაგასკარული ვანილის ნაყოფის სურნელით გაჟღენთილი მალაიზიური პაჩულის ძლიერი საბაზისო ნოტები, რომელთაც ხაზს უსვამს ჯადოსნური აფროდიზიაკური წვეთი Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკიდან, მუშკისა და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ბლენდით.

Giardino Benessere-ს სუნამო Woodstock Patchouli („ვუდსტოკის პაჩული“), მისი გაბედული მომხმარებლების ბოჰემური სულის ემბლემაა!

ზედა ნოტები: წითელი პაჩული, ჟასმინის სამბაკი, ფინიკი, რომი და ქლიავი

შუა ნოტები: ინდური პაჩული, მუსკატის კაკალი და საკმეველი ომანიდან და ვირჯინიის კედარი

საბაზისო ნოტები: მალაიზიური პაჩული, მადაგასკარის ვანილის კენკრა, ქარვა და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Aqua, Benzyl Alcohol, Limonene, Linalool, Benzyl Benzoate, Alpha-Isomethyl Ionone, Eugenol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.