მთავარიშოპი

WILD STRIDE

WILD STRIDE
WILD STRIDE

Eau de Parfum

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

წარმოიდგინეთ დამოუკიდებელი, რევოლუციონერი მამაკაცი, რომელიც დინების წინააღმდეგ მიცურავს: Thomas Kosmala-ს არომატი Wild Stride, ერთგვაროვნების მოწინააღმდეგე პიროვნებას განასახიერებს, რომელსაც ვერასოდეს მიუთითებ, როგორ მოიქცეს. რადიკალური და ამავდროულად, ცნობისმოყვარეობით აღსავსე ნაზავი, თავდაჯერების შესახებ განაცხადია, რომელიც, გარშემომყოფებში, ინტერესსა და მტკიცე მასკულინურ აურას აღვივებს.

გალბანუმის (ფერულას ფისი) და ბერგამოტის გამხსნელი ნოტები ენერგიის და მხნეობის შეგრძნებებით მოგიცავთ. კომპოზიციის გულში, ანანასის მწიფე სიტკბოს, დამწვარი ხის აკორდის მძიმე კვამლი ჭრის; კომფორტის თავდაჯერებულ შეგრძნებასა და უიშვიათეს ძალას შორის ბალანსს ამყარებს და ერთგვარ დაძაბულობასაც კი წარმოქმნის, რაც, თავის მხრივ, ახალი აღმოჩენების წყურვილს აღძრავს.

ბნელი, მიწიერი ხასიათის მუხის ხავსით შეკმაზული ოლიბანუმის (საკმეველის ნაირსახეობა) და პაჩულის კომბინაცია, არომატის ბაზას, ხანგრძლივ მდგრადობას ანიჭებს და დაუმორჩილებლობისა და ავტონომიის ისტორიას გვიამბობს.

გამბედავი მავერიკის სადარი Wild Stride, ამაყად დგას და გარშემომყოფებს, ინოვაციისა და დამოუკიდებლობის იდეებით შთააგონებს; ამავდროულად, არასოდეს ადარდებს, მასზე რას იფიქრებენ…

გამხსნელი ნოტები: გალბანუმი (ფერულას ფისი), ბერგამოტი

გულის ნოტი: ანანასი, დამწვარი ხის აკორდი

საბაზისო ნოტები: ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), პაჩული, მუხის ხავსი

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.