მთავარიშოპისუნამო

White Tea Wild Rose

White Tea Wild Rose
White Tea Wild Rose

Eau de Toilette

სუნამო

White Tea Wild Rose Eau de Toilette - გრილი ნიავის ნოტებში ჩაქსოვილი მზარდი სიტკბო, ოკეანის პირას გაფურჩქნილი ველური ვარდის მიერ გამოწვეულ ნაზ გაოცებას აღბეჭდავს.

მოცულობა:

Not Chosen

92.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden-ის კოლექცია White Tea, რაფინირებული ცხოვრებით მონიჭებულ სიამოვნებებს აღნიშნავს: აღმოაჩინეთ მარტივი სიხარული, რომელიც საკუთარი თავისთვის დათმობილ წუთებსა და იმ დროს განცდილ პერსონალური ანარეკლებით ტკბობას ახლავს; მოარგეთ სამყარო პირადი ბედნიერების საზღვრებს და მოაქციეთ მოცემული სულისკვეთება ფლაკონში; შემდეგ კი, გაამდიდრეთ სიმშვიდის შტრიხებით და ისიამოვნეთ!

White Tea მოგიწოდებთ, ყოველდღიური ცხოვრების გარემომცველ მშვენიერებებს ეზიაროთ: იპოვეთ თქვენი ბედნიერი მომენტი!

კოლექცია White Tea-ს შემადგენელი ტუალეტის წყალი — White Tea Wild Rose Eau de Toilette, ტკბილი, ფაქიზი ყვავილებით გაჟღენთილი სურნელია, რომელიც გრილი ნიავის ნოტებში ჩაქსოვილი მზარდი სიტკბოთი, ოკეანის პირას გაფურჩქნილი ველური ვარდის მიერ გამოწვეულ ნაზ გაოცებას აღბეჭდავს. კომპოზიციაში, ვარდების მგრძნობიარე თაიგულს, მსხლის ყვავილის გრილი ნოტები აგვირგვინებს და ჰაერს, ყოვლისმომცველი სითბოთი და დაპირებებით აღავსებს.

გამხსნელი ნოტები:

თეთრი ჩაი, მსხლის ყვავილი, წითელი მოცხარი, პალმაროსა

გულის ნოტები:

ბულგარული ვარდი, თურქული ვარდი, ვარდისფერი პიონი, კლარი (წითელი) სალბი

საბაზისო ნოტები:

მუშკის სხვადასხვა სახოების ნათელი ნოტები, მატეს ფოთლების აბსოლუტი*, ტონკას მარცვლები, ამბრის აბრეშუმისებრი ნოტები

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

Alcohol Denat. Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Butylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Camellia Sinensis Leaf Extract, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Propylene Glycol, Benzyl Benzoate, Citral, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Limonene, Linalool, Ext. Violet 2 (CI 60730). N00830

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.