White Tea Vanilla Orchid
Eau de Toilette
გაიცანით Elizabeth Arden-ის მდიდრული, უმანკო და მომხიბლავი ყვავილოვანი არომატი: White Tea Vanilla Orchid Eau de Toilette, გრილ საღამოს განცდილ ძვირფას, სასიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავთ.
Not Chosen
Elizabeth Arden-ის კოლექცია White Tea, რაფინირებული ცხოვრებით მონიჭებულ სიამოვნებებს აღნიშნავს: აღმოაჩინეთ მარტივი სიხარული, რომელიც საკუთარი თავისთვის დათმობილ წუთებსა და იმ დროს განცდილ პერსონალური ანარეკლებით ტკბობას ახლავს; მოარგეთ სამყარო პირადი ბედნიერების საზღვრებს და მოაქციეთ მოცემული სულისკვეთება ფლაკონში; შემდეგ კი, გაამდიდრეთ სიმშვიდის შტრიხებით და ისიამოვნეთ!
White Tea მოგიწოდებთ, ყოველდღიური ცხოვრების გარემომცველ მშვენიერებებს ეზიაროთ: იპოვეთ თქვენი ბედნიერი მომენტი!
White Tea-ს კოლექციის შემადგენელი ტუალეტის წყალი — White Tea Vanilla Orchid Eau de Toilette, გრილ საღამოს განცდილ ძვირფას, სასიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავთ:
შებინდებისას, ქუჩებში, ჩრდილების სილუეტები ზრდას რომ იწყებენ, სანთლის რომანტიკული შუქი, გულთბილად გვიხმობს შინ — ატმოსფეროში, სადაც სითბოსა და სიმშვიდის შეგრძნებები ისადგურებს და იქაურ იდილიას, წყნარ, მარელაქსირებელ მოსასვენებლად გარდაქმნის.
White Tea Vanilla Orchid ზამთრის ლიმონის, ბერგამოტის ესენციის, ელემის (ტროპიკული ხეების ფისი) ზეთის და კომშის ნოტებით იშლება. კომპოზიციის გულში, გარდენიის ყვავილოვან ნოტებთან, ცვრიან ჟასმინსა და ვანილის ორქიდეასთან კომბინირებული თეთრი ჩაი დომინირებს; ბაზაზე კი, ამბრეტის (მცენარეული მუშკი), ორისის (ზამბახის აკორდი), ვანილის ესენციის, ამბერვუდის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) და მუშკის სხვადასხვა სახეობების ნაზავი ჟღერს.
პარფიუმერი გილ კლავიენი: „მსურდა, ამ სურნელით, აბსოლუტური სიმშვიდისა და კომფორტის წუთები აღმებეჭდა — შეგრძნება, სუფთა საბნებში გახვეულებს რომ გვეუფლება ხოლმე… ეს თბილი კომპოზიციაც, დამამშვიდებელი ჩაის, მგრძნობიარე ვანილის ორქიდეისა და მერქნოვანი მუშკის ნოტების ნაზავით, ხავერდოვანი, წყნარი ნავთსაყუდელისკენ გვიხმობს…“
Alcohol Denat. Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Butylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Camellia Sinensis Leaf Extract, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Propylene Glycol, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Salicylate, Citral, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Limonene, Linalool, Ext. Violet 2 (Ci 60730). N00831
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.