მთავარიშოპისახის მოვლა

White Tea Skin Solutions Gentle Purifying Cleanser

White Tea Skin Solutions Gentle Purifying Cleanser
White Tea Skin Solutions Gentle Purifying Cleanser

White Tea Skin Solutions Gentle Purifying Cleanser, მურტის ფოთლებით ფორმულირებული კანის ნაზი გამწმენდი და გამაგრილებელი გელი for Normal

მოცულობა:

Not Chosen

87.00 ₾
აღწერა

White Tea Skin Solutions Gentle Purifying Cleanser, მურტის ფოთლებით ფორმულირებული კანის ნაზი გამწმენდი და გამაგრილებელი გელია, რომელიც არ ტოვებს ნაკვალევს, აშორებს ჭუჭყს და მყისიერად წმენდს, აბალანსებს და აცხრობს კანს. პროდუქტი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც*.
*მონაცემი ეყრდნობა სუბიექტურად აღქმულ უკუგებას.



მეცნიერება, როგორც გზამკვლევი; ბუნება კი — მაცოცხლებელი წყარო:
Elizabeth Arden-ის ანტიოქსიდანტებით მდიდარი თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულით — EGCG*-ით გაჟღენთილი კანის ნაზი გამწმენდი — White Tea Skin Solutions Gentle Purifying Cleanser, ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, ჭუჭყს და ჭარბ ცხიმს, კანს კი — გარემოს აგრესორებისგან იცავს.

მურტის ფოთლების გამწმენდი თვისებების დამსახურებით, გელის სტრუქტურის მქონე, გამაგრილებელი საშუალება, კანს არბილებს, კვებავს და გაუწყლოვანების გარეშე ასუფთავებს. პროდუქტის გამოყენებისთანავე, კანი დაბალანსებული, ჩამცხრალი და ჯანსაღად ბზინვარეა. ფაქიზი გამწმენდი ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანისთვისაც რეკომენდებულია**. პროდუქტი ვეგანურია.

*ეპიგალოკატეხინის გალატის გლუკოზიდი — თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა.
**მონაცემი ეყრდნობა სუბიექტურად აღქმულ უკუგებას.

- გამწმენდი გელის ნაზი, სუფთა ფორმულა*, მურტის ფოთლების ნაზავით, კანს, მყისიერად ასუფთავებს, აბალანსებს და აცხრობს:
- ფაქიზად აშორებს მაკიაჟს და ჭუჭყს
- ფაქიზად აშორებს ჭარბად გამოყოფილ ცხიმს
- კვებავს და ამშვიდებს
- იცავს გარემოს აგრესორებისგან
- გამწმენდის ფორმულა არაკომედოგენურია
- ფაქიზად ზემოქმედებს ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანზეც**

*სუფთა ფორმულა გულისხმობს Elizabeth Arden-ის მიერ, გულდასმით შერჩეულ უმაღლესი ხარისხის, მძლავრ, უპირატესად ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც კანთან თავსებადი და მაღალეფექტურია.
** მონაცემი ეყრდნობა თვითშეფასების შედეგებს

თვითშეფასების შედეგები გამწმენდი გელის ერთჯერადი გამოყენების შედეგად*:
- გამოკითხულთა 94% ადასტურებს, რომ გამწმენდი გელი, ნაზად აშორებს მაკიაჟს და ჭუჭყს
- 94% ადასტურებს, რომ გელის გამოყენების შედეგად, კანის ტექსტურა დაეხვეწათ
- 93% ადასტურებს, რომ გელმა, მათ კანს, ჯანსაღი იერი მიანიჭა
- 91% ადასტურებს, რომ გელმა, მათ კანს, სირბილე და სიგლუვე მიანიჭა
- 90% ადასტურებს, რომ გელი, კანის ზედაპირიდან, ჭარბად გამოყოფილ ცხიმს, ეფექტურად აშორებს
- 90% ადასტურებს, რომ გელი, კანზე, დამამშვიდებლად მოქმედებს

*მონაცემები ეყრდნობა 25-55 წლის 68 აზიელ ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს, გამწმენდის გამოყენებიდან 1 დღის შემდგომ: კვლევის მონაწილეებს შორის, მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ.

- ბიოინჟნერული ტექნოლოგია ეპიგალოკატექინის გალატს (EGCG)* ასტაბილურებს და კანთან ოპტიმალური თავსებადობისთვის გარდაქმნის; ამავდროულად, მის ანტიოქსიდანტურ ძალას აძლიერებს.

*Elizabeth Arden წარმოგვიდგენს ეპიგალოკატექინის გალატის გლუკოზიდის — თეთრი ჩაის ყოველ ფორმულაში შემავალი აქტიური მოლეკულის გონივრულ ნაზავს ეპიგალოკატექინის გალატსა (EGCG)* და უმაღლესი ხარისხის, ეფექტურ, უპირატესად ბუნებრივ ინგრედიენტებთან.*
* ეპიგალოკატექინის გალატის გლუკოზიდი: თეთრი ჩაის ფორმულაში შემავალი აქტიური მოლეკულა

- Elizabeth Arden, წარმოებისას, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის, მდგრად შეფუთვას იყენებს, რათა სამომავლო გადამუშავების პროცესები გააიოლოს
- ლოსიონის თავსახურის მასალის 50%-ს, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით მიღებული მასალა წარმოადგენს

Aqua/Water/Eau Glycerin, Cocamidopropyl Betaine, Potassium Cocoyl Glycinate, Sodium Cocoamphoacetate, PEG-7 Glyceryl Cocoate, Coco-Glucoside, Acrylates Copolymer, Arginine Cocoate, Citric Acid, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Caprylyl Glycol, Epigallocatechin Gallatyl Glucoside, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Myrtus Communis Leaf Extract, PEG-120 Methyl Glucose Dioleate, Polyquaternium-7, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Sodium Hydroxide, Styrene/Acrylates Copolymer, Parfum (Fragrance), Citronellol, Geraniol, Benzoic Acid, Phenoxyethanol. B02042

გამოყენების წესი

წაისვით გამწმენდი მცირე მოცულობით, ოდნავ ნოტიო სახეზე, მოარიდეთ თვალებს. დაისველეთ ხელები წყლით და გადაინაწილეთ გელი მასაჟისებრი მოძრაობებით. შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ, თვალებთან კონტაქტის გარეშე.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.