მთავარიშოპისახის მოვლა

White Tea Skin Solutions Fortifying Bi-Phase Oil Serum

White Tea Skin Solutions Fortifying Bi-Phase Oil Serum

კანის გამაძლიერებელი ორფაზოვანი ზეთოვანი შრატი White Tea Skin Solutions Fortifying Bi-Phase Oil Serum for Normal

მოცულობა:

Not Chosen

195.00 ₾
აღწერა

ორფაზოვანი ზეთოვანი შრატის — White Tea Skin Solutions Fortifying Bi-Phase Oil Serum-ის მსუბუქი ფორმულა გაძლიერებულია თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულით — EGCG*. პროდუქტი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც**.

*ეპიგალოკატეხინის გალატის გლუკოზიდი — თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა.
**მონაცემი ეყრდნობა სუბიექტურად აღქმულ უკუგებას.



მეცნიერება, როგორც გზამკვლევი; ბუნება კი — მაცოცხლებელი წყარო:
Elizabeth Arden-ის თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულით — EGCG*-ით გაძლიერებული ორფაზოვანი ზეთოვანი შრატი — White Tea Skin Solutions Fortifying Bi-Phase Oil Serum, მსუბუქი სტრუქტურით, კანში სწრაფად იწოვება და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს.

შრატის ზედა ფაზა, ბარიერის გამოსაკვებად, ლიპიდებით მდიდარი თეთრი ჩაის ზეთითაა გაჟღენთილი; ქვედა ფაზა კი — თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა EGCG*-ით, თეთრი ჩაის ექსტრაქტით და წყალმცენარე ცისარტყელით; კანის გასამკვრივებლად და გასაბრწყინებლად.

პროდუქტის პირველივე წვეთების გამოყენებისას, კანის სტრუქტურა იწმინდება და ერთგვაროვნდება**. ორკვირიანი უწყვეტი მოხმარების პირობებში, გამოკითხულთა 91% ადასტურებს, რომ მათი კანი საგრძნობლად გამკვრივდა. ერთთვიანი გამოყენების შედეგად კი, მომხმარებელთა 95%-ში გაღიავებული, მეტად გლუვი კანი აღინიშნა***.
ფაქიზი შრატი რეკმოენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც****. პროდუქტი ვეგანურია.

*ეპიგალოკატეხინის გალატის გლუკოზიდი — თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა.
**მონაცემი ეყრდნობა შრატის პირველივე გამოყენებისთანავე წარმოებულ ინსტრუმენტულ კვლევას 35-იდან 60 წლამდე ასაკის 35 აზიელ ქალზე: მათ შორის იყვნენ სუბიექტურად აღქმული მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც.
***მონაცემი ეყრდნობა პროდუქტის ორკვირიანი უწყვეტი გამოყენების შემდგომ წარმოებულ მომხმარებელთა კვლევას 25-იდან 55 წლამდე ასაკის 60 აზიელ ქალზე: მათ შორის იყვნენ სუბიექტურად აღქმული მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც.
****მონაცემი ეყრდნობა სუბიექტურად აღქმულ უკუგებას.

ორფაზოვანი ზეთოვანი შრატი, როგორც „მკვებავი ინფუზია“ კანის ერთგვაროვნებისა და ახალგაზრული იერის აღსადგენად — ფაქიზი მოქმედების, სუფთა ფორმულა* მძლავრი სასარგებლო თვისებებით:
- აძლიერებს დამცავ ბარიერს და კანს ამკვრივებს
- კანის ელფერს გამოანათებს და ათანაბრებს
- შესამჩნევად აუფერულებს წვრილ ხაზებს და ნაოჭებს
- შესამჩნევად ამცირებს სიწითლეს
- იცავს გარემოს აგრესორებისგან
- შრატის ფორმულა არაკომედოგენურია
- ფაქიზად ზემოქმედებს ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანზეც**

*სუფთა ფორმულა გულისხმობს Elizabeth Arden-ის მიერ, გულდასმით შერჩეულ უმაღლესი ხარისხის, მძლავრ, უპირატესად ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც კანთან თავსებადი და მაღალეფექტურია.
** მონაცემი ეყრდნობა თვითშეფასების შედეგებს

ორფაზოვანი ზეთოვანი შრატის სულ რამდენიმე წვეთის გამოყენების შედეგად*:
- კანის ტექსტურა მეტად ერთგვაროვანია

სულ რაღაც, 2-კვირიანი გამოყენების შედეგად:
- სიწითლე შესამჩნევად შემცირებულია**

გამოკვლეულთა 98% ადასტურებს, რომ White Tea Skin Solutions Fortifying Bi-Phase Oil Serum, კანს, ბუნებრივ ბრწყინვალებას მატებს; 91% კი — კანის გამკვრივების შესახებ აღნიშნავს.

** მონაცემები ეყრდნობა შრატის 2-კვირიანი გამოყენების შემდგომ, 60 აზიელ ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს: კვლევის მონაწილეებს შორის მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ.

სულ რაღაც, 1-თვიანი გამოყენების პირობებში***:
გამოკვლეულთა 95% ადასტურებს, რომ კანი მეტად ნათელი, ელფერი კი — გათანაბრებულია.
*** მონაცემები ეყრდნობა 25-55 ასაკის 60 აზიელ ქალზე, შრატის 4-კვირიანი გამოყენების შემდგომ წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს: კვლევის მონაწილეებს შორის, მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ.

- Elizabeth Arden, წარმოებისას, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის, მდგრად შეფუთვას იყენებს, რათა სამომავლო გადამუშავების პროცესები გააიოლოს
- მინის ფლაკონების 30%-ს რეციკლირებადი მინა წარმოადგენს
- საწვეთურის გარსი და მუყაოს კოლოფი კი დამზადებულია ტყის მეთვალყურეობის საბჭოს (FSC) მიერ სერტიფიცირებული ხის და მუყაოს მასალებისგან

Aqua/Water/Eau, Isodecyl Neopentanoate, Limnanthes Alba (Meadowfoam) Seed Oil, Isononyl Isononanoate, Propanediol, Caprylic/Capric Triglyceride, Niacinamide, Glycerin, Pentylene Glycol, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Citric Acid, Cystoseira Tamariscifolia Extract, Disodium EDTA, Disodium Phosphate, Epigallocatechin Gallatyl Glucoside, Ethylhexylglycerin, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Maltodextrin, Ophiopogon Japonicus Root Extract, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Sodium Hyaluronate, Sodium Phosphate, Tocopheryl Acetate, Xanthan Gum, Parfum (Fragrance), Citronellol, Geraniol, Linalool, Phenoxyethanol.

გამოყენების წესი

შეანჯღრიეთ ფლაკონი ფორმულის გასააქტიურებლად. წაისვით შრატი კანის გაწმენდისა და ტონერით დანამვის მომდევნო საფეხურზე, დილას და ღამით: გადაინაწილეთ თითებით, 3-5 წვეთი, მასაჟსებრი მოძრაობებით, ისე, რომ სახის ყველა მიდამო მოიცვათ.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.