მთავარიშოპისუნამო

White Tea Shower Gel

White Tea Shower Gel
White Tea Shower Gel

სუნამო

დაე, ამ სასიამოვნო შხაპის გელმა, ყოველი დამაბინძურებელი ნაწილაკი მოგაშოროთ; კანი გაგისუფთაოთ, გაგაგრილოთ და ფაქიზი სურნელით, თბილ მოგონებებში ჩაგძიროთ!

მოცულობა:

Not Chosen

63.00 ₾
აღწერა

გაინებივრეთ თავი მდიდრული ფუფუნებით; დატკბით ჩაის პირველი ყლუპების თანმხლები მარტივი სიამოვნებით, Elizabeth Arden-ის შხაპის გელის — White Tea-ს სუფთა, დახვეწილ არომატთან ერთად!
დაე, მისმა სასიამოვნო ფორმულამ, თეთრი ჩაის ორთქლის, თამარინდის (ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე) და მუშკის 3 სახეობის ნაზავით, ყოველი დამაბინძურებელი ნაწილაკი მოგაშოროთ; კანი გაგისუფთაოთ, გაგაგრილოთ და ფაქიზი სურნელით, თბილ მოგონებებში ჩაგძიროთ!
შეიზილეთ გელი ნაზად, შხაპის/აბაზანის მიღებისას, შემდეგ კი — ჩამოიბანეთ.

გამხსნელი ნოტები:

ცქრიალა იტალიური მანდარინი, დამამშვიდებელი კლარი (წითელი სალბის) ესენცია, ზღვის ნიავის მგრძნობიარე აკორდი, გამაგრილებელი თეთრი გვიმრა იაპონიიდან

გულის ნოტები:

თეთრი ჩაის დამამშვიდებელი ექსტრაქტი, მატეს ფოთლების მცენარეული აბსოლუტი* პარაგვაიდან, თეთრი ზამბახის დახვეწილი აკორდი, თურქული ვარდის ტკბილი, პიკანტური აბსოლუტი*, თბილი, ხილისებრი საპუკაია (იგივე ბრაზილიური თხილი/მაიმუნის ქოთანი)

საბაზისო ნოტები:

მერქნოვან-მუშკისებრ-ხავერდოვანი მდიდრული ნაზავი, თამარინდის (ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე), ამბრეტის ზეთის აბსოლუტის* (ამბრეტის ზეთი

გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით), ვენესუელური ტონკას მარცვლების აბსოლუტის*, ამბრემაქსის® (მოლეკულური ინგრედიენტი მძლავრი, ღრმა, მდიდრული ქარვისებრი სურნელით და კედარის მერქნოვანი ასპექტებით) და დამამშვიდებელი სურნელის მქონე მუშკის 3 განსხვავებული სახეობის ნაზავით

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

sunflowers Eau de Toilette Spray: Alcohol Denat., Aqua/Water/Eau, Parfum (Fragrance), Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, PEG-40 Hydrogenated Castor Oil, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Benzyl Alcohol, Ben

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.