White Tea Pure Indulgence Body Cream
სუნამო
შიის კარაქის, ანტიოქსიდანტების და თეთრი ჩაის ექსტრაქტის ნაზავით გაჟღენთილი ტანის კრემი, მსუბუქი სურნელით, მშრალ კანს, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედებებით ანებივრებს.
Not Chosen
Elizabeth Arden-ის ტანის კრემი — White Tea Pure Indulgence Body Cream, კოლექცია White Tea-ს შემადგენელი ნებისმიერი პროდუქტის სურნელის სენსორული დაგვირგვინებაა: შეუხამეთ ბრენდის თქვენს რჩეულ საშუალებებს, პერსონალიზებული არომატის შესაქმნელად!
კანის დამარბილებელი ინგრედიენტებით მდიდარი კრემი, თქვენს ყოველ დღეს, მდიდრული სურნელით დაამშვენებს, ღამეებს კი — ფუფუნების შტრიხებით შეამკობს!
გამხსნელი ნოტები:
ცქრიალა იტალიური მანდარინი, დამამშვიდებელი კლარი (წითელი) სალბის ესენცია, ზღვის ნიავის მგრძნობიარე აკორდი, გამაგრილებელი თეთრი გვიმრა იაპონიიდან
გულის ნოტები:
თეთრი ჩაის დამამშვიდებელი ექსტრაქტი, მატეს ფოთლების მცენარეული აბსოლუტი* პარაგვაიდან, თეთრი ზამბახის დახვეწილი აკორდი, ტკბილი, პიკანტური თურქული ვარდის აბსოლუტი*, თბილი, ხილისებრი საპუკაია (იგივე ბრაზილიური თხილი/მაიმუნის ქოთანი)
საბაზისო ნოტები:
მერქნოვან-მუშკისებრ-ხავერდოვანი მდიდრული ნაზავი, თამარინდის (ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე), ამბრეტის ზეთის აბსოლუტის* (ამბრეტის ზეთი
გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით), ვენესუელური ტონკას მარცვლების აბსოლუტის*, ამბრემაქსის® (მოლეკულური ინგრედიენტი მძლავრი, ღრმა, მდიდრული ქარვისებრი სურნელით და კედარის მერქნოვანი ასპექტებით) და დამამშვიდებელი სურნელის მქონე მუშკის 3 განსხვავებული სახეობის ნაზავით
*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით
Aqua/Water/Eau Paraffinum Liquidum/Mineral Oil/Huile Minérale, Cetearyl Alcohol, Glycerin, Caprylic/Capric Triglyceride, Glyceryl Stearate, Cetyl Acetate, Parfum (Fragrance), Ceteareth-20, Triceteareth-4 Phosphate, C12-15 Alkyl Benzoate, Dimethicone, Th,eobroma Cacao (Cocoa) Seed Butter, Acetylated Lanolin Alcohol, Achillea Millefolium Extract, Aesculus Hippocastanum (Horse Chestnut) Seed Extract, Althaea Officinalis Root Extract, Butylene Glycol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Camellia Sinensis Le,af Extract, Caprylyl Glycol, Carbomer, Chamomilla Recutita (Matricaria) Flower Extract, Chondrus Crispus Extract, Equisetum Arvense Extract, Foeniculum Vulgare (Fennel) Seed Extract, Hamamelis Virginiana (Witch Hazel) Leaf Extract, Hedera Helix (Ivy) Ext,ract, Humulus Lupulus (Hops) Flower Extract, Lavandula Angustifolia (Lavender) Flower Extract, Propylene Glycol, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Salvia Officinalis (Sage) Leaf Extract, Sambucus Nigra Flower Extract, Taraxacum Officinale (,Dandelion) Leaf Extract, Tetrasodium EDTA, Thymus Vulgaris (Thyme) Leaf Extract, Tromethamine, Tussilago Farfara (Coltsfoot) Leaf Extract, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Hexamethylindanopyran, Limonene, Linalool, Terpineol, Tetramethyl Acetyl,octahydronaphthalenes, Phenoxyethanol, Sodium Benzoate. B03967
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.