White Tea Mandarin Blossom
Eau de Toilette
სუნამო
Elizabeth Arden-ის ტუალეტის წყალი White Tea Mandarin Blossom Eau de Toilette, კოლექციიდან — White Tea, სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის და თბილ კანზე მოფენილი ოკეანის ნისლით მონიჭებული ცქრიალა სიამოვნების განცდას აღძრავს.
Not Chosen
Elizabeth Arden-ის კოლექცია White Tea, რაფინირებული ცხოვრებით მონიჭებულ სიამოვნებებს აღნიშნავს: აღმოაჩინეთ მარტივი სიხარული, რომელიც საკუთარი თავისთვის დათმობილ წუთებსა და იმ დროს განცდილ პერსონალური ანარეკლებით ტკბობას ახლავს; მოარგეთ სამყარო პირადი ბედნიერების საზღვრებს და მოაქციეთ მოცემული სულისკვეთება ფლაკონში; შემდეგ კი, გაამდიდრეთ სიმშვიდის შტრიხებით და ისიამოვნეთ!
White Tea მოგიწოდებთ, ყოველდღიური ცხოვრების გარემომცველ მშვენიერებებს ეზიაროთ: იპოვეთ თქვენი ბედნიერი მომენტი!
White Tea-ს კოლექციის შემადგენელი ტუალეტის წყალი — White Tea Mandarin Blossom Eau de Toilette, მანათობელი ფორთოხლის აფეთქებით მოელვარე ენერგიული ყვავილოვანი სურნელია, რომელიც სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის და თბილ კანზე მოფენილი ოკეანის ნისლით მონიჭებული ცქრიალა სიამოვნების განცდას აღძრავს. კომპოზიციაში, ფორთოხლის ყვავილის კვირტების მომწარო სიტკბო, ხმელთაშუა ზღვის ხრაშუნა ნოტების სიმძაფრესთანაა პროექცირებული: შეიგრძენით თბილი მგრძნობიარობა ჰაეროვანი სიგრილის თანხლებით!
გამხსნელი ნოტები:
მანდარინი, ბერგამოტი, ლიმონი, ეგზოტიკური ხილის ნოტები
გულის ნოტები:
ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), თეთრი ჩაი
საბაზისო ნოტები:
მუშკის მანათობელი ნოტები, კედარის ხე, ოსმანტუსი, ამბროქსი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)
Alcohol Denat. Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Citral, Citronellol, Farnesol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Ext. Violet 2 (CI 60730). B00593
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.