White Tea Ginger Lily Pure Indulgence Body Cream
სუნამო
შიის კარაქის, ანტიოქსიდანტებისა და თეთრი ჩაის ექსტრაქტის ნაზავით გაჟღენთილი ტანის კრემი, მსუბუქი სურნელით, მშრალ კანს, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოვლით ანებივრებს.
Not Chosen
Elizabeth Arden-ის ტანის კრემი — White Tea Ginger Lily Pure Indulgence Body Cream, კოლექცია White Tea-ს შემადგენელი ნებისმიერი სუნამოს დამაგვირგვინებელი შტრიხია: შეუხამეთ მისი სურნელი ბრენდის თქვენს ფავორიტ საშუალებებს და შექმენით პერსონალიზებული არომატი!
კანის დამარბილებელი ინგრედიენტებით მდიდარი კრემი, თქვენს ყოველ დღეს, მდიდრული სურნელით დაამშვენებს, ღამეებს კი — ფუფუნების შტრიხებით შეამკობს!
გამხსნელი ნოტები:
ცქრიალა ბერგამოტი, ცხარე ფორთოხალი, მანდარინი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი)
გულის ნოტები:
ჰედიხიუმი (იგივე ჯანჯაფილის შროშანი), ახლად მოჭრილი ჯანჯაფილის ფესვები, იის დაქუცმაცებული ფოთლები
საბაზისო ნოტები:
ტონკას მარცვლები, მატეს ფოთლები მიწიერი სურნელით, ნაზი თეთრი კედარი, აბრეშუმისებრი მუშკი
Aqua/Water/Eau, Paraffinum Liquidum/Mineral Oil/Huile Mintrale, Cetearyl Alcohol, Parfum (Fragrance), Glycerin, Caprylic/Capric Triglyceridu, Glyceryl Stearate, Cetyl Acetate, Ceteareth-20, Theobroma Cacao (Cocoa) Seed Butter, Dimethicone, C12-15 Alkyl Benzoate, Acetylated Lanolin Alcohol, Achillea Millefolium Extract, Aesculus H Ppocastanum (Horse Chestnut) Seed Extract, Althaea Officinalis Root Extract, Butylene Glycol, Butyrospermum Parki4A) Butter, Camellia Sinensi$ Leaf Extract, Caprylvl Glycol, Carbomer, Chamomilla Recutita (Matricaria) Flower E Ct, Chondrus Crispus Extract, Equisetum Arvense Extract, Foeniculum Vulgare (Fennel)Seed Extract, Hamamel Irginiana (Witch Hazel) Leaf Extract, Hedera Helix (Ivy) Extract, Humulus Lupulus (Hops) Flower Extract, Lavandula Angustifolia (Lavender) Flower Extract, Propylene Glycol, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Salvia Officinalis (Sage) Leaf Extract, Sambucus Nigra Flower Extract, Taraxacum Officinale (Dandelion) Leaf Extract, Tetrasodium Edta, Thymus Vulgaris (Thyme) Leaf Extract, Triceteareth-4 Phosphate, Tromethamine, Tussilago Farfara (Coltsfoot) Leaf Extract, Citral, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Lim4Nene, Linalool, Phenoxyethanol, Sodium Benzoate
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.