White Tea Ginger Lily
Eau de Toilette
სუნამო
White Tea Ginger Lily Eau de Toilette, კოლექციიდან — White Tea, სპეციების და ნათელი ყვავილოვანი ნოტების ამაღლებული ენერგიითაა გაჟღენთილი.
Not Chosen

Elizabeth Arden-ის კოლექცია White Tea, რაფინირებული ცხოვრებით მონიჭებულ სიამოვნებებს აღნიშნავს: აღმოაჩინეთ მარტივი სიხარული, რომელიც საკუთარი თავისთვის დათმობილ წუთებსა და იმ დროს განცდილ პერსონალური ანარეკლებით ტკბობას ახლავს; მოარგეთ სამყარო პირადი ბედნიერების საზღვრებს და მოაქციეთ მოცემული სულისკვეთება ფლაკონში; შემდეგ კი, გაამდიდრეთ სიმშვიდის შტრიხებით და ისიამოვნეთ!
White Tea მოგიწოდებთ, ყოველდღიური ცხოვრების გარემომცველ მშვენიერებებს ეზიაროთ: იპოვეთ თქვენი ბედნიერი მომენტი!
White Tea-ს კოლექციის შემადგენელი ტუალეტის წყალი — White Tea Ginger Lily Eau de Toilette, მეფური, მომაჯადოებელი ყვავილოვანი ნაზავით, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, მოულოდნელობის შტრიხებით გაამდიდრებს: სპეციების და ნათელი ყვავილების ამაღლებული განწყობის მომნიჭებელ სურნელში, ცქრიალა მწარე ფორთოხლის პიკანტური აფეთქება, ჯანჯაფილის შროშანის (ჰედიხიუმი) ყვავილის და თეთრი კედარის ხის გულის ნოტებს აბალანსებს და არომატს, მიწიერ მგრძნობიარობას ანიჭებს. დააგემოვნეთ ამაღელვებელი სულისკვეთების მქონე დინამიკური, ვნებიანი ქმნილება!
გამხსნელი ნოტები:
ცქრიალა ბერგამოტი, მწარე ფორთოხალი, მანდარინი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით)
გულის ნოტები:
ჯანჯაფილის შროშანის (ჰედიხიუმი) თბილი ნოტები, ჯანჯაფილის ახლადმოჭრილი ფესვები, იის დაჭყლეტილი ფოთლები
საბაზისო ნოტები:
ტონკას მარცვლები, მიწიერი მატე, თეთრი კედარის ნაზი ნოტები, აბრეშუმისებრი მუშკი
Alcohol Denat. Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Alcohol, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Propylene Glycol, Tris(Tetramethylhydroxypiperidinol) Citrate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexylethoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Citral, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Ext. Violet 2 (CI 60730). B01355
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.