მთავარიშოპისუნამო

White Tea Eau Fraiche

White Tea Eau Fraiche
White Tea Eau Fraiche

Eau de Toilette

სუნამო

White Tea Eau Fraiche -ის სურნელოვან ჰარმონიას, წითელი ფორთოხლის ნოტებთან შერწყმული ხეობის შროშანი, ვენესუელური ტონკას მარცვლების თბილი ნოტები, თეთრი ხის მერქნები და მუშკი უზრუნველყოფს.

მოცულობა:

Not Chosen

92.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden-ის არომატ White Tea-ს ნათელი ინტერპრეტაცია — White Tea Eau Fraiche Eau de Toilette Spray, წინამორბედის მსგავსი საბაზისო შემადგენლობით ატყვევებს, თუმცა, მისი სურნელი, ამჯერად, გამამხნევებელი ციტრუსებითა და ყვავილოვანი მორევითაა გამდიდრებული.

White Tea Eau Fraiche-ის ფორმულა, ვეგანური, ეთიკური მეთოდებით მოპოვებული ინგრედიენტებისა და ტექნოლოგია VivaScentz™-ის სინთეზს ეყრდნობა: მოცემული ტექნოლოგია, სუნამოს საკვანძო ნოტების ჰარმონიული ბალანსით, მომხმარებლებს, კეთილდღეობის შეგრძნებას უმძაფრებს.

კომპოზიცია წითელი ფორთოხლის, მანდარინის ზეთის, ბერგამოტის და ანჟუს მსხლის ნოტებით იხსნება, რომლებიც, ხეობის შროშანისა და ზღვის ნიავის აკორდის სურნელების მფრქვეველი გულისკენ მიგვიძღვიან. ვენესუელური ტონკას მარცვლების და თეთრი ხის მერქნების ბაზა კი, მუშკს ერწყმის და White Tea Eau Fraiche-ს, ხანგრძლივად გამყოლ სითბოს ანიჭებს.

გამხსნელი ნოტები:

სურნელოვანი ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია Givaudan-ის Orpur®-ის ხარისხის მფლობელი იტალიური წითელი ფორთოხლის გულის აკორდი, Givaudan-ის Orpur®-ის ხარისხის მატარებელი იტალიური მანდარინის ზეთის აკორდი, ბერგამოტი, ანჟუს მსხალი

გულის ნოტები:

ხეობის შროშანი, წყლის შროშანი, ზღვის ნიავის აკორდი, მაონიალი (Mahonial®: სურნელოვანი ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია Givaudan-ის სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ყვავილოვანი სურნელით, ხეობის შროშანის და მაგნოლიის მსგავსი ნაზი, გრილი, მსუბუქი ტონებით და მწვანე, ჰაეროვანი ნიუანსებით)

საბაზისო ნოტები:

სურნელოვანი ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია Givaudan-ის Orpur®-ის ხარისხის მფლობელი ვენესუელური ტონკას მარცვლების აკორდი, Ambrofix™ (სურნელოვანი ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია Givaudan-ის სავაჭრო ნიშნით რეგისტრირებული, მაღალი სიწმინდითა და მდგრადობით გამორჩეული ამბროქსანის მოლეკულა, რომელიც თანამედროვე პარფიუმერიაში, ბუნებრივი ამბრის თბილი, მდიდრული სურნელის შესაქმნელად გამოიყენება), თეთრი ხის მერქნები, მუშკი

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Citral, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Blue 1 (CI 42090), Yellow 5 (CI 19140). B02986 PAO: 36

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.