მთავარიშოპისუნამო

White Tea Eau Florale Eau De Toilette

White Tea Eau Florale Eau de Toilette

გაიცანით Elizabeth Arden-ის სიახლე — ტუალეტის წყალი White Tea Eau Florale Eau de Toilette: ნაზი, ქალური არომატი, ლამაზი ყვავილებისა და მდიდრული ინგრედიენტების ჰარმონიით, ცხოვრების მშვენიერებას აღნიშნავს და უნიკალურ ყნოსვით განცდებს აღძრავს.

მოცულობა:

Not Chosen

92.00 ₾
აღწერა

კოლექცია White Tea, ამ სურნელით, მოგიწოდებთ, ყოველდღიურობის თანმხლებ მარტივ სიამოვნებებს ეზიაროთ: მხიარული და ნათელი ხასიათით გამორჩეული White Tea Eau Florale, ყვავილოვან-მუშკისებრ თაიგულს წარმოგიდგენთ, რომელიც ვარდისფერი ფრეზიის და ხეობის შროშანის ნოტებით იფურჩქნება და ყნოსვით შეგრძნებებს, ვარდისფერი ორისისა (ზამბახის აკორდი) და წითელი ცხრატყავას მორევში ძირავს. გამხსნელი და გულის ნოტები, მუშკის და ტრისამბრის (IFF-ის (International Flavors & Fragrances) მიერ შექმნილი სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ძალიან ძლიერი, მშრალი, მტვრის, მერქნოვანი და ქარვისებრი პროფილით: დახვეწილი მუშკის და პრიმიტიული ანიმალისტური ნახევარტონებით მდიდარი, ზღვის სანაპიროზე გამორიყული მზით გამომშრალი ნაფოტების მსგავსი სურნელი) მშვიდ ბაზაზე იდებენ ბინას.

White Tea Eau Florale-ის ღია ვარდისფერი სითხე, არომატის ინტენსივობის ხაზგასმის მიზნით, მინის გამჭვირვალე ფლაკონშია მოქცეული, სუნამოს ყუთს კი — ყვავილების ფურცლების ნაბეჭდი ამშვენებს.

Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Citronellol, Coumarin, Geraniol, Hydroxycitronellal, Linalool, Ext. Violet 2 (Ci 60730), Red 33 (Ci 17200), Yellow 5 (Ci 19140). B03695

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.