White Tea
Eau de Toilette
სუნამო
White Tea, მზის კაშკაშა სხივებით გაცისკროვნებულ მშვიდ პეიზაჟს მოგაგონებთ.
Not Chosen
Elizabeth Arden-ის კოლექცია White Tea, რაფინირებული ცხოვრებით მონიჭებულ სიამოვნებებს აღნიშნავს: აღმოაჩინეთ მარტივი სიხარული, რომელიც საკუთარი თავისთვის დათმობილ წუთებსა და იმ დროს განცდილ პერსონალური ანარეკლებით ტკბობას ახლავს; მოარგეთ სამყარო პირადი ბედნიერების საზღვრებს და მოაქციეთ მოცემული სულისკვეთება ფლაკონში; შემდეგ კი, გაამდიდრეთ სიმშვიდის შტრიხებით და ისიამოვნეთ!
White Tea-ს კოლექციის შემადგენელი ტუალეტის წყალი — White Tea Eau de Toilette, ყოველდღიური რუტინისას გარემომცველი მშვენიერებების გაზიარებისკენ გიბიძგებთ: აღმოაჩინეთ ბედნიერების წუთები მის ხრაშუნა, ენერგიულ, ყვავილოვან სურნელთან ერთად; შეიგრძენით გამყოლი სითბო!
ეს სუფთა, დახვეწილი, რაფინირებული ესენცია, მზის კაშკაშა სხივებით გაცისკროვნებულ მშვიდ პეიზაჟს მოგაგონებთ და მუშკის ფაქიზ, მერქნოვან ნაკვალევზე აფეთქებული მანდარინის ფორთოხლით, აბრეშიმისებრი სინაზის, სიცოცხლისუნარიანობისა და სითბოს შეგრძნებებით მოგიცავთ.
გამხსნელი ნოტები:
ცქრიალა იტალიური მანდარინი, დამამშვიდებელი კლარი (წითელი) ესენცია, ზღვის ნიავის მგრძნობიარე აკორდი, გამაგრილებელი თეთრი გვიმრა იაპონიიდან
გულის ნოტები:
თეთრი ჩაის დამამშვიდებელი ექსტრაქტი, მატეს ფოთლების მცენარეული აბსოლუტი* პარაგვაიდან, თეთრი ზამბახის დახვეწილი აკორდი, თურქული ვარდის ტკბილი, პიკანტური აბსოლუტი*, თბილი, თხილისებრი საპუკაია (იგივე ბრაზილიური თხილი/მაიმუნის ქოთანი)
საბაზისო ნოტები:
მერქნოვან-მუშკისებრ-ხავერდოვანი მდიდრული ნაზავი,
თამარინდის (ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე), ამბრეტის ზეთისა (ამბრეტის ზეთი გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით) და ვენესუელური ტონკას მარცვლების აბსოლუტების*, ამბრემაქსის® (მოლეკულური ინგრედიენტი მძლავრი, ღრმა, მდიდრული ქარვისებრი სურნელით და კედარის მერქნოვანი ასპექტებით) და დამამშვიდებელი სურნელის მქონე მუშკის 3 განსხვავებული სახეობის ნაზავი
*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით
Alcohol Denat.Water/Aqua/Eau, Parfum/Fragrance, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Propylene Glycol, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Limonene, Linalool,Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Ext. Violet 2 (CI 60730). 25137
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.