მთავარიშოპისუნამო

White Tea

White Tea
White Tea

Eau de Parfum

სუნამო

ოსტატი პარფიუმერების მიერ შექმნილი არომატი — Elizabeth Arden-ის White Tea Eau de Parfum, ტექნოლოგია VivaScentz™-ზე დაყრდნობით, კომპოზიციის მთავარი მამოძრავებელი ღერძის — თეთრი ჩაის ნოტების ჰარმონიზაციით, კეთილდღეობის შეგრძნებებს აღძრავს.

მოცულობა:

Not Chosen

96.00 ₾
აღწერა

არაერთი საკულტო, ბესტსელერი სურნელოვანი კოლექციის შემქმნელი — Elizabeth Arden, არომატ White Tea Eau de Parfum-თან ერთად, მარტივ სიხარულს, პერსონალიზებულ სიამოვნებას, კეთილდღეობისა და ჰარმონიის შეგრძნებებს გვანიჭებს. შეგახსენებთ, რომ ეს სუნამო, ბრენდის ამავე დასახელების ყველასათვის საყვარელი ტუალეტის წყლის კონცენტრირებულ ვერსიას წარმოადგენს.

Elizabeth Arden-ის ოსტატი პარფიუმერები, დახვეწილ ინგრედიენტებს, კომპოზიციის მთავარი მამოძრავებლის — თეთრი ჩაის ნოტების იდეალურად დამაბალანსებელი ტექნოლოგიის, VivaScentz™-ის გამოყენებით სრულყოფენ.

არომატის გულში, ორი განსხვავებული ფორმით ჟღერს ვარდი: უიშვიათესი ზეთი, გადამუშავებულ ვარდის წყალს ერწყმის. სამხრეთ ამერიკაში, ხელით მოკრეფილი მატეს ფოთლები კი, კომპოზიციას, მცენარეული ჩაის გრილი საავტორო შტრიხით ამდიდრებს.

White Tea-ს სურნელს, ნატიფი სითბოს გამოსავლენად, განსაკუთრებული გზით მოპოვებული — ხელით მოკრეფილი და მზეზე გამომშრალი ვენესუელური ტონკას მარცვლები აგვირგვინებს, ამბერვუდსა (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) და მუშკის 3 სახეობასთან ერთად.

გამხსნელი ნოტები:

ცქრიალა იტალიური მანდარინი, დამამშვიდებელი კლარი (წითელი) სალბის ესენცია, ზღვის ნიავის მგრძნობიარე აკორდი, გამაგრილებელი თეთრი გვიმრა იაპონიიდან

გულის ნოტები:

თეთრი ჩაის დამამშვიდებელი ექსტრაქტი, მატეს ფოთლების მცენარეული აბსოლუტი* პარაგვაიდან, თეთრი ზამბახის დახვეწილი აკორდი, თურქული ვარდის ტკბილი, პიკანტური აბსოლუტი*, თბილი, თხილისებრი საპუკაია (იგივე ბრაზილიური თხილი/მაიმუნის ქოთანი)

საბაზისო ნოტები:

მერქნოვან-მუშკისებრ-ხავერდოვანი მდიდრული ნაზავი,

თამარინდის (ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე), ამბრეტის ზეთისა (ამბრეტის ზეთი გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით) და ვენესუელური ტონკას მარცვლების აბსოლუტების*, ამბრემაქსის® (მოლეკულური ინგრედიენტი მძლავრი, ღრმა, მდიდრული ქარვისებრი სურნელით და კედარის მერქნოვანი ასპექტებით) და დამამშვიდებელი სურნელის მქონე მუშკის 3 განსხვავებული სახეობის ნაზავი

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

Alcohol Denat. Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Butylene Glycol, Camellia Sinensis Leaf Extract, Citral, Citronellol, Coumarin, Farnesol, Geraniol, Limonene, Linalool. B02456

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.