მთავარიშოპისუნამო

White Tea Body Water Cream

White Tea Body Water Cream
White Tea Body Water Cream

სუნამო

ტანის კრემი White Tea Body Water Cream, კანს, სასიამოვნოდ ადნება და თითქმის 48 საათის განმავლობაში ატენიანებს. პროდუქტის ვეგანური ფორმულა, ანტიოქსიდანტური და ბუნებრივი კოლაგენის მასტიმულირებელი ინგრედიენტებით, ელასტიკურობას აუმჯობესებს

მოცულობა:

Not Chosen

96.00 ₾
აღწერა

არაერთი საკულტო ბესტსელერი სურნელოვანი კოლექციის შემქმნელი ბრენდი — Elizabeth Arden, ამჯერად, ტანის კრემს — White Tea Body Water Cream წარმოგვიდგენს, რომლის გამაგრილებელი, მდიდრული, აბრეშუმისებრი ფორმულაც, კანს, სასიამოვნოდ ადნება და თითქმის 48 საათის განმავლობაში ატენიანებს.*

ანტიოქსიდანტური და ბუნებრივი კოლაგენის მასტიმულირებელი ინგრედიენტების შემცველი ვეგანური ფორმულა, კანის ელასტიკურობას აუმჯობესებს და მეტად ახალგაზრდულ — მკვრივ, ნაზ და გლუვ იერსახეს ანიჭებს.

კრემის მსუბუქი არომატი, კეთილდღეობის შეგრძნებების გამაძლიერებელ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შეიმუშავეს.

წაისვით White Tea Body Water Cream ყოველდღიურად, საჭიროებისამებრ, მთელ სხეულზე; ქვემოდან ზემოთ მიმართული წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით.

რეკომენდებულია მგრძნობიარე, მშრალი და კომბინირებული კანისთვის.

* მონაცემი ეყრდნობა 30+ ასაკის 33 აზიელ ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს

გამხსნელი ნოტები:

ცქრიალა იტალიური მანდარინი, დამამშვიდებელი კლარი (წითელი სალბის) ესენცია, ზღვის ნიავის მგრძნობიარე აკორდი, გამაგრილებელი თეთრი გვიმრა იაპონიიდან

გულის ნოტები:

თეთრი ჩაის დამამშვიდებელი ექსტრაქტი, მატეს ფოთლების მცენარეული აბსოლუტი* პარაგვაიდან, თეთრი ზამბახის დახვეწილი აკორდი, თურქული ვარდის ტკბილი, პიკანტური აბსოლუტი*, თბილი, ხილისებრი საპუკაია (იგივე ბრაზილიური თხილი/მაიმუნის ქოთანი)

საბაზისო ნოტები:

მერქნოვან-მუშკისებრ-ხავერდოვანი მდიდრული ნაზავი, თამარინდის (ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე), ამბრეტის ზეთის აბსოლუტის* (ამბრეტის ზეთი

გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით), ვენესუელური ტონკას მარცვლების აბსოლუტის*, ამბრემაქსის® (მოლეკულური ინგრედიენტი მძლავრი, ღრმა, მდიდრული ქარვისებრი სურნელით და კედარის მერქნოვანი ასპექტებით) და დამამშვიდებელი სურნელის მქონე მუშკის 3 განსხვავებული სახეობის ნაზავით

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

Aqua/Water/Eau Cyclopentasiloxane, Glycerin, Isononyl Isononanoate, Parfum (Fragrance), Isopropyl Palmitate, C12-15 Alkyl Benzoate, Steareth-20, Dimethicone, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Camellia Sinensis Leaf Extract, Astrocaryum Murumuru Seed B,utter, Beta-Glucan, Tocopheryl Acetate, Ubiquinone, Butylene Glycol, Cetyl Alcohol, Carbomer, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Sorbitan Stearate, 1,2-Hexanediol, Caprylyl Glycol, Disodium EDTA, Triethanolamine, Citronellol, Coumarin, Farneso,l, Geraniol, Hexyl Cinnamal, Limonene, Linalool, Phenoxyethanol. B02471

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.