მთავარიშოპისუნამო

White Patchouli

White Patchouli
White Patchouli

Eau de Parfum

სუნამო

ელეგანტურ, რაფინირებულ ადამიანებს, რომელთაც მგრძნობიარედ და დამაინტრიგებლად აღიქვამენ, შესწევთ უნარი, გარშემომყოფთა გული და გონება ნაზად მოხიბლონ…

მოცულობა:

Not Chosen

90.00 ₾
აღწერა

Alyssa Ashley-ს არომატი White Patchouli  ყვითელი მანდარინის და ფორთოხლის ყვავილის ცქრიალა ნოტებით იშლება. ყვავილოვან-ციტრუსოვან აკორდს, სურნელის გულში, ზამბახის, ჟასმინის, პაჩულის და მდიდრული, თბილი სპეციების ნოტები ეკვრიან.

კომპოზიციას დამაგვირგვინებელ შტრიხს მატებს სანდალის ხის, ვეტივერის და Iso E Super-ის  ნოტები.

top; Orange Flower, Yellow Mandarin, heart; Patchouli, Jasmine, Spices, Iris, base; Sandalwood, Vetiver, Iso e Super

ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), ALPHA ISOMETHYL IONONE, BENZYL ALCOHOL, BENZYL SALICYLATE, CINNAMAL, CINNAMYL ALCOHOL, CITRAL, CITRONELLOL, COUMARIN, EUGENOL, LIMONENE, LINALOOL.

პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.

Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.

აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!