მთავარიშოპისუნამო

WARDÉ

WARDÉ
WARDÉ

Eau de Parfum

სუნამო

KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Wardé გულუხვობის მეტაფორაა, ყვავილის მშვენიერების, არსის, სიმბოლიზმის არომატული განსხეულება.

მოცულობა:

Not Chosen

644.00 ₾
აღწერა

KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Wardé გულუხვობის მეტაფორაა, ყვავილის მშვენიერების, არსის, სიმბოლიზმის არომატული განსხეულება.

Wardé გულუხვობაა. ყვავილი, რომელიც გასცემს. გაცემა, ზოგადად, ყველა ყვავილის ბუნებაშია და პირიქით, Wardé-ც ყველა ყვავილის მსგავსად მშვენიერია. ყვავილები საკვებს გვაძლევენ, Wardé კი — არსს. ყვავილები ემოციებისთვისაა, Wardé-ს კი სიმბოლიზმის, არომატული გულუხვობის დატვირთვა აქვს.

Wardé არომატია, რომელიც სიუხვის, ბარაქის, სიმდიდრის მშვენიერებას ირეკლავს.

რამდენადაც ყვავილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არომატული სახლის სურვილი იყო, ნიშური სუნამოების ერთ-ერთი ხაზისათვის — Wardé, იმავე სახელწოდების სუნამო შეექმნათ, რომელიც ყვავილების ზემოთ ხსენებულ ფუნქციას სრულქმნიდა. გარემოს საგნებზე დაკვირვებით, ყვავილების გამოსახულებას სხვადასხვა ფორმით თითქმის ყველგან ვხვდებით — ფერწერულ ნამუშევრებში, პრინტების დიზაინში, ხალიჩებში, ჭურჭელში, სამოსში, სუფრებზე, არქიტექტურულ ნაგებობებზე…

Wardé-ს არომატული კომპოზიციის ავტორი განთქმული ფრანგი პარფიუმერი ალექს მირალია.

სუნამოს მდიდრული არომატული თაიგული მიპკურებისთანავე იგრძნობა: აბსენტის დაბურული, მაჰიპნოზირებელი გამხსნელი აკორდი ამოიზის, ფიჭვის და შავი მოცხარის მსუბუქი, კამკამა ნოტებითაა დაბალანსებული.

გულის ნოტები თეთრი ყვავილების, ჟასმინის, ფორთოხლის ყვავილის, იის და ვარდის სურნელოვანი ნაზავია, რაც, მთლიანობაში, არომატის ყვავილოვან ხასიათს ქმნის.

Wardé-ს სურნელის მდგრადობას საბაზისო ნოტები — ბალზამის და მწვანე აკორდების კომბინაცია განაპირობებს: უდი და მასთან შეზავებული ფიჭვის ბალზამი, ხავსი და პაჩული.

ზედა ნოტები: აბსენტი, არმუაზი, ფიჭვი, შავი მოცხარი

გულის ნოტები: ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი, ვარდი, თეთრი ყვავილები, ია

ძირითადი ნოტები: პაჩული, სოჭის ბალზამი, ხავსი, მუშკი, უდი, ბალზამიკო

ALCOHOL DENAT PARFUM WATER GERANIOL  COUMARIN CITRONELLOL ALPHA-ISOMETHYL IONONE LINALOOL LIMONENE ISOEUGENOL CINNAMAL EUGENOL BENZYL ALCOHOL FARNESOL CITRAL BENZYL BENZOATE BENZYL CINNAMATE

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.