მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Vitamin C Ceramide Capsules Radiance Renewal Serum
C ვიტამინის და კერამიდის შემცველი კაფსულირებული შრატი Vitamin C Ceramide Capsules Radiance Renewal Serum for Normal
Not Chosen
ტრადიციულ C ვიტამინზე 178-ჯერ ძლიერმოქმედი ზეთოვანი შრატი*, მშრალი, ატლასისებრი სტრუქტურით, კანს შესამჩნევ ბრწყინვალებასა და ერთგვაროვან ელფერს ანიჭებს და დაბერების ნაადრევი ნიშნების გაჩენისგან იცავს.
შრატის პირველივე გამოყენებისას, კანი, საგრძნობლად ნათელ იერსახეს იძენს.
პროდუქტის თითოეული კაფსულა ერთჯერადი გამოყენების დოზას შეიცავს.
კაფსულირებული შეფუთვის დამსახურებით, შრატის ტარება მოგზაურობის დროსაც პრაქტიკულია. არ შეიცავს არომატიზატორებს.
* მონაცემები ეყრდნობა THD ასკორბატის სტაბილუობის კვლევას L ასკორბინის მჟავასთან მიმართებაში.
…
სიახლის შესანარჩუნებლად, კაფსულირებული შეფუთვით წარმოდგენილი და მაქსიმალურად ეფექტური მოქმედებისთვის ფორმულირებული Vitamin C Ceramide Capsules Radiance Renewal Serum, მდიდრული, მშრალი, მსუბუქი სტრუქტურის ზეთოვანი შრატია. Elizabeth Arden, თითოეულ კაფსულაში, ორი ძლიერი ინგრედიენტის შერწყმას გვთავაზობს — კანის ამოსანათებელი სუპერძალებით დაჯილდოებული C ვიტამინის ნაზავს გაუწყლოვანებისგან დამცავ კერამიდებთან.
ბრწყინვალება ყოველი დოზის მიღებისას:
Vitamin C Ceramide Capsules Radiance Renewal Serum-ის კანის გამაბრწყინებელი ორმაგი მოქმედების ტექნოლოგია, მოდუნებულ უბნებს შესამჩნევად ამცირებს, პიგმენტურ ლაქებს აუფერულებს, გადაღლილ კანს აცოცხლებს, მის ელფერს კი — აბალანსებს.
რატომ C ვიტამინი:
- 178-ჯერ ეფექტური: ტრადიციული C ვიტამინისგან განსხვავებით, სტაბილური ალტერნატივა, რომელსაც Elizabeth Arden გვთავაზობს, კანს, შრატის პირველივე გამოყენებისას, შესამჩნევად ამოანათებს.
- მიზანმიმართული მიწოდება: კანის შემადგენლობაში არსებული ზეთი C ვიტამინს იზიდავს, რომელიც, სწორედ, ზეთში ხსნადია. მოცმეული ფენომენი, კანის ზედაპირული შრისთვის C ვიტამინის ოპტიმალურ მიწოდებას განაპირობებს.
- 2 ძლიერი ელემენტი: გამაბრწყინებელი C ვიტამინის და ტენიანობის შემაკავებელი კერამიდების სინერგია, კანს, ხანგრძლივ ბზინვარებას ანიჭებს.
- კანს გამოანათებს და ბრწყინვალებას აძლიერებს
- ათანაბრებს ელფერს
- ამცირებს მუქ ლაქებს და გაუფერულებულ ზონებს
- აფერხებს თავისუფალი რადიკალების ჩამოყალიბებას და ხელს უშლის დაბერების ნიშნების წარმოქმნას
- ასტიმულირებს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებისა და ელასტიკურობის მატრიცის (უჯრედშორისი სივრცე კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავას შემადგენლობით) ჩამოყალიბების პროცესებს
Dicaprylyl Carbonate Coco-Caprylate/Caprate, Dimer Dilinoleyl Dimer Dilinoleate, Tetrahexyldecyl Ascorbate, Tocopheryl Acetate, C12-15 Alkyl Benzoate, Caprylic/Capric Triglyceride, Ceramide NP, Ceramide NS, Diethylhexyl Syringylidenemalonate, Glyceryl Dioleate, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Olea Europaea (Olive) Fruit Oil, Persea Gratissima (Avocado) Oil, Phytosphingosine, Phytosterols, Propylene Glycol Dicaprylate/Dicaprate, Sclareolide, Tocopherol, Triolein, Phenoxyethanol. N00759
კაფსულის გახსნისას, თავსახური ფრთხილად, ორჯერ დაატრიალეთ; გამოწურეთ შრატი და დაიწვეთეთ თითის წვერებზე.
წაისვით შრატი ყოველ ღამე, სახეზე და ყელზე, დამატენიანებელი კრემის გამოყენებამდე.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.