მთავარიშოპისუნამო

VINTAGE

VINTAGE
VINTAGE

Eau de Parfum

სუნამო

Chabaud-ს არომატი Vintage, რომელიც ოდას მიაგებს გლამურსა და მგრძნობიარობას. კლასიკური, ყვავილოვანი აკორდებით, წარსულის მაგიას გადმოგვცემს და ამავდროულად, მტკიცედ თანამედროვე ხასიათს ინარჩუნებს.

მოცულობა:

Not Chosen

429.00 ₾
აღწერა

ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ — 40-50-იანი წლების კინომსახიობების, მათ შორის — რიტა ჰეივორთის და ავა გარდნერის შთაგონებით შეიქმნა Chabaud-ს არომატი Vintage, რომელიც ოდას მიაგებს გლამურსა და მგრძნობიარობას. კლასიკური, ყვავილოვანი აკორდებით, წარსულის მაგიას გადმოგვცემს და ამავდროულად, მტკიცედ თანამედროვე ხასიათს ინარჩუნებს.

Vintage-ის სურნელი მათრობელა ემოციების საბურველში გახვეულ ხავერდოვან, მომაჯადოებელ კვალს ტოვებს; აღმოსავლური დელიკატესების — კარამელის, თაფლის და ნუშის ელეგანტური ბლენდი კი არომატს დახვეწილ სიტკობს მატებს.

ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ — 40-50-იანი წლების კინომსახიობების, მათ შორის — რიტა ჰეივორთის და ავა გარდნერის შთაგონებით შეიქმნა Chabaud-ს არომატი Vintage („ვინტაჟი“), რომელიც ოდას მიაგებს გლამურსა და მგრძნობიარობას; კლასიკური, ყვავილოვანი აკორდებით, წარსულის მაგიას გადმოგვცემს და ამავდროულად, მტკიცედ თანამედროვე ხასიათს ინარჩუნებს.

Vintage-ის სურნელი მათრობელა ემოციების საბურველში გახვეულ ხავერდოვან, მომაჯადოებელ კვალს ტოვებს; აღმოსავლური დელიკატესების — კარამელის, თაფლის და ნუშის ელეგანტური ბლენდი კი არომატს დახვეწილ სიტკობს მატებს.

შთაგონება

Vintage-ის არომატი მიხაკის ნოტებით და მანდარინის მინიშნებებით იშლება. მალევე ვლინდება სურნელოვანი კომპოზიციის მკვეთრი და მაკონტროლებელი ყვავილოვანი ნოტები — ილანგ ილანგი, ჟასმინი და ტუბეროზა: თითოეული მათგანი საკუთარ უნიკალურ ხასიათს წარმოაჩენს და ურთიერთქმედებით, მომხიბლავ, გამაგრილებელ ნაზავს წარმოქმნის.

კარამელის, თაფლის და ახალი ნუშის გემრიელი, გურმანული ნოტები Vintage-ს ტკბილი ორიენტალის (აღმოსავლური სტილის) შტრიხს მატებს და სასიამოვნო კონტრასტს წარმოქმნის ხილისებრ და ყვავილოვან გამხსნელ და გულის ნოტებთან. საბოლო ჯამში, მგრძნობიარე, მომაჯადოებელი, ელეგანტურობით და გამორჩეული ხასიათით აღსავსე სურნელი იბადება.


ზედა ნოტები: მანდარინი და მიხაკი;

შუა ნოტები: ილანგ-ილანგი, ჟასმინი და ტუბეროზა;

ქვედა ნოტები: ნუში, კარამელი და თაფლი.

Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.

Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.

სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.