VICEBOMB
Eau de Parfum Intense
სუნამო
SIMONE ANDREOLI-ს Vicebomb დაუოკებელი და დატვირთული, ნისლოვანი ცოდვის ალეგორიაა.
Not Chosen
არომატის ტიპი: გურმანული
ძირითადი ნოტები: შავი ალუბალი, წითელი ხილი, მარილიანი კარამელი, ვანილის კრემი, ვარდისფერი შაქარი, ილანგ ილანგი, ძვირფასი ხეები, ტონკას მარცვლები, ქარვა
არომატის შთაგონება
დაუოკებელი მანკიერება, სიხარბის და ვნების ცოდვებს მათრობელა შავი ალუბლით მოიცავს, ვანილის კრემოვან ნაყინში სწრაფად რომ იძირება.
კრისტალიზდება მარილიანი კარამელის აქცენტები, გემოს აღიზიანებს და გონებას ცდუნებისკენ ექაჩება.
ტონკას მარცვლებით, ილანგ ილანგით და ქარვის ნაზი ნოტებით გაძლიერებული ლაღი სიტკბო ტალღოვან ფორმებს აყალიბებს, ერთმანეთში გადახლართულ მგრძნობიარე სხეულებს.
SIMONE ANDREOLI-ს Vicebomb დაუოკებელი და დატვირთული, ნისლოვანი ცოდვის ალეგორიაა.
(ვიცებომბი) Vicebomb-ის დღიური
საღამოს 9, მაიამის სანაპირო მბრწყინავი ღამისთვის ემზადება, მოდური კლუბები ხალხითაა სავსე. ოკეან დრაივზე მძვინვარე ბრიზი უბერავს, გონება კი პროვოკაციულ ფიქრებში დახეტიალობს და არ იცის, საით წაიყვანენ ისინი.
მანკიერების ქალაქი დაუსურულებელი ღამეებით და იმპულსების მორევით, რომელიც ჰაერს სექსუალური ატმოსფეროთი ჟღინთავს.
ჩემი წარმოსახვა, მისი კოცნის მსგავსი შავი ალუბლის გაუმაძღარი სურნელის კვალდაკვალ, უწვეტად გადაადგილდება სხვადასხვა დანიშნულებისკენ.
სიხარბის ცოდვა თუ ვნების ლტოლვა?
მინდა, დავნებდე ლაღ ცდუნებებს, რათა ჩავიძირო სიამოვნებაში და დავიკმაყოფილო ძლიერი სურვილი.
ჩემი გრძნობები იმ ტკბილ, წითელ არომატში ეფლობიან — ასე ნანატრ დამოკიდებულებაში — სულის მანკიერებაში, რომელსაც ნებაყოფლობით ვნებდებით.
თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს: როგორ შევიგრძნო ამ ცოდვის გემო, მისი ტუჩებით თუ — სხეულით?
მუქი ალუბალი, წითელი ხილი, მარილიანი კარამელი, ვანილის კრემი, პიმკის შაქარი, ილანგ-ილანგი, ძვირფასი ხის ნოტები, ტონკას მარცვლები, ქარვა.
Alcohol, Parfum (Limonene, Citronellol, Coumarin, Geraniol, Benzyl alcohol, Linalool), Aqua, Diethyl phtalate.
SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.
სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…
მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.
ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.
დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“