SPADE OF VETIVER
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის SPADE OF VETIVER მსოფლიოს საუკეთესო ხარისხის, უნაზესი ვეტივერით შექმნილი სურნელოვანი კომპოზიციაა, რომელიც ტყის გამაგრილებელი სუნთქვით და კლდეებზე აბობოქრებული მარილიანი ტალღების სურნელით გვეგებება.
Not Chosen
SPADE OF VETIVER მომხიბლავი სურნელოვანი ნაზავია, გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) და თეთრი სალბის ნოტებით და კვიპაროსის გულით. საბაზისო ნოტები კი — შებოლილი ოლიბანუმის (საკმეველის ნაირსახეობა) ფისი, ოპოპონაქსი (აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით) და ჯავას (კუნძული ინდონეზიაში) ვეტივერი, სპეციალურ ფრაქციებსა (ფრაქციული არომატები: დისტილაციის სპეციალური მეთოდით — ზეთის სითბური დაშლით მიღებული უალკოჰოლო, უწყლო პარფიუმერული ნედლეული) და პაჩულის ყველაზე მიწისებრ ფორმასთან შეხამებითაა დამუშავებული.
SPADE OF VETIVER არომატია, რომელიც განსხვავებული, დამატყვევებელი სამყაროს კარს გაგიხსნით.
გამხსნელი ნოტები: მთის ჰაერი (წყლისებრი სურნელოვანი აკორდი), მიწისებრი ნოტები, გრეიფრუტი, ილი, ზღვის წყლის აკორდი
გულის ნოტები: გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), წითელი (კლარი) სალბი, კვიპაროსი, მარილი
საბაზისო ნოტები: საკმეველი, ოპოპონაქსი (აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით), ჰაიტის ვეტივერი, ჯავას (კუნძული ინდონეზიაში) ვეტივერი, პაჩულის გული
Alcohol, Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Benzoate, Evernia Prunastri Extract, Geraniol, Isoeugenol, Limonene, Linalool
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.