VANITY OUD
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის აღმოსავლური სტილის, ყვავილოვანი და ხილისებრი VANITY OUD გამაოგნებლად არომატული ნოტების შეხამებით შექმნილი უნისექსური სუნამოა: მისი დაგემოვნებისას, ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს რამდენიმე განსხვავებული სურნელი გასხიათ.
Not Chosen
VANITY OUD-ის სურნელოვანი კომპოზიცია თანამედროვე მეთოდით შეზავებული ხისებრი და გახეხილი უდის (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ნოტებითაა შექმნილი.
არომატი ლიჩის, ქლიავის და ჟოლოს ნოტებით იშლება, რომელთაც გულში იკრავს ფრანჟიპანის (პლუმერია), ორქიდეას და ლოტოსის ყვავილოვანი თაიგული.
საბაზისო ნოტებია: ვანილი, პაჩული, უდი და კედარი.
გამხსნელი ნოტები: ლიჩი, ქლიავი, ჟოლო
გულის ნოტები: ჟასმინი, ლოტოსის ყვავილი, ორქიდეა, ფრანჟიპანი (პლუმერია)
საბაზისო ნოტები: ვანილის მარცვლები, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), აგარის ხე (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), კედარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მშრალი, ნაზი მერქნოვანი სურნელით და ტყავის ნიუანსებით, მოგვაგონებს ფანქრის და ახლადდაბეჭდილი გაზეთების არომატს)
Alcohol, Parfum, Aqua, Benzyl Benzoate, Cinnamal, Cinnamyl Alcohol, Citral, Citronellol, Coumarin, Eugenol, Geraniol, Isoeugenol, Limonene, Linalool
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.