VANILLE EXQUISE
EAU DE TOILETTE
სუნამო
Goutal-ის გურმანული, მგრძნობიარე სუნამო — Vanille Exquise კლეოპატრას სილამაზის ლეგენდარული საიდუმლოს რეინტერპრეტაციას ამჟღავნებს
Not Chosen
Goutal-ის გურმანული, მგრძნობიარე სუნამო — Vanille Exquise კლეოპატრას სილამაზის ლეგენდარული საიდუმლოს რეინტერპრეტაციას ამჟღავნებს: მისი დაგემოვნებით, ვანილის ნაყოფის მარცვლებით გაჟღენთილი ნუშის რძის მდიდრულ აბაზანაში ჩაიძირებით. როგორც ცდუნებისადმი მიძღვნილი გემრიელი ოდა, Vanille Exquise-ის დაუძლევლად მიმზიდველი სურნელიც, ყველანაირ გარემოში სასიამოვნოდ შეიგრძნობა.
გამხსნელი ნოტი: ანგელოზა
გულის ნოტი: ნუშის რძე
საბაზისო ნოტები: მარკიზის კუნძულების ვანილის კონცენტრირებული აბსოლუტი, გაიაკის ხე, ბენზოინის ფისი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), Linalool, Coumarin, Benzyl benzoate
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).