მთავარიშოპისუნამო

Vanilla

Vanilla
Vanilla

Eau de Parfum

სუნამო

სიმშვიდესა და ემპათიასთან ასოცირებული კეთილი, დამაიმედებელი პიროვნებები, მეგობრული, სანდო და სტუმართმოყვარე ხასიათით გამოირჩევიან და რომანტიკული, ინტიმური მომენტების შეგრძნება ხიბლავთ…

მოცულობა:

Not Chosen

90.00 ₾
აღწერა

Alyssa Ashley-ს არომატი Vanilla თეთრი ყვავილების მგრძნობიარე ნოტებით იშლება, რომლებიც კომპოზიციის კრემოვანი გულისკენ — ვანილის, კარამელის და თეთრი ვარდის ფურცლების ვუალის ბლენდისკენ მიგვიძღვიან.

სურნელის ბაზაზე, ვანილის გული, უკიდურესად ნაზი მუშკის  და პუდროვანი შაქრის აკორდის კომბინაციითაა აქცენტირებული.

top; White Flowers, heart; White Rose, Caramel Accord, Vanilla, base; Candy Floss, Musk

ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), BENZYL ALCOHOL.

პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.

Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.

აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!