მთავარიშოპისუნამო

VALERO

VALERO

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს პარფიუმის ექსტრაქტი Valero დახვეწილ და ელეგანტურ მგრძნობიარობას ასხივებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,677.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Valero, ინტენსიური, მერქნოვან-ფუჟერისებრი (ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია) საავტორო კომპოზიცია, დახვეწილი ბურბონის გერანის (იგივე ზეთის ნემსიწვერა), ელეგანტური ლავანდის და ემოციური ამბროქსის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნაზავს წარმოგვიდგენს.

Valero — ესაა შორსმჭვრეტელთათვის მიძღვნილი ოდა!

ჟულიენ სპრეშერი, Parfums de Marly-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი: „სიწმინდისა და ტრანსმისიისადმი ლტოლვით განმსჭვალული Valero, მერქნოვან-ფუჟერისებრ არომატულ წყობას იკვლევს. მიზნად დავისახე, მარტივი, თუმცა, უკიდურესად სტრუქტურირებული კომპოზიცია შემექმნა. მოცემული არქიტექტურისთვის, ლავანდა, ბურბონის გერანი და კვიპაროსი გამოვიყენე, პაჩული და სანდალის ხე კი — ბაზაზე გავაერთიანე“.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ციტრონი, ღვია

გულის ნოტები:

ბურბონის გერანი (იგივე ზეთის ნემსიწვერა), ლავანდა, კვიპაროსი, მუსკატის კაკალი

საბაზისო ნოტები:

პაჩული, სანდალის ხე, ამბროქსი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water/eau), Limonene, Linalool, Coumarin, Ethylhexyl Methoxycinnamate, Hydroxycitronellal, Ethylhexyl Salicylate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Alpha-isomethyl Ionone, Citral, Citronellol, Farnesol, Geraniol, Eugenol, CI 60730 (Ext. Violet 2), Methyl 2-octynoate, Isoeugenol, CI 17200 (Red 33), CI 42090 (Blue 1), Benzyl Benzoate

All our perfumes are made in France

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.