მთავარიშოპი

VALAYA EXCLUSIF

VALAYA EXCLUSIF

Parfum

„VALAYA EXCLUSIF, ჭეშმარიტი ელეგანტურობის უმაღლესი გამოხატულებაა; ყოველ დეტალში ჩაქსოვილი ბალანსირებული ფუფუნება“

მოცულობა:

Not Chosen

1,231.00 ₾
აღწერა

„VALAYA EXCLUSIF, ჭეშმარიტი ელეგანტურობის უმაღლესი გამოხატულებაა; ყოველ დეტალში ჩაქსოვილი ბალანსირებული ფუფუნება“, — ასე ახასიათებს Parfums de Marly-ს სურნელოვან ქმნილებას პარფიუმერი ჟულიენ სპრეშერი.

არომატის შთაგონება, მე-18 საუკუნის ფრანგული სამეფო კარის საფირმო ნიშნად ქცეული კაბის მინიმალისტური, ოსტატური სილუეტია: ნეოკლასიკური სტილის გამბედავი კოსტიუმები, ძვირფასი ქსოვილების ფენა-ფენა კონსტრუირების პრინციპით — გაუმჭვირვალობის და გამჭვირვალობის, დახვეწილობის და მგრძნობიარობის მონაცვლეობით იქმნებოდა. სწორედ იმ კაბების ასოციაციას აღძრავს გლუვი, თეთრი ფერის ფლაკონი და იმავე პერიოდის სიმბოლოს წარმოადგენს კომპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი — ვანილიც:

განმანათლებლობის ეპოქიდან (1715-1789) — დღემდე, ვანილის ფუნქციამ ევოლუცია განიცადა: იშვიათი ფუფუნების საგანი, კონცეპტუალური პარფიუმერიის ქვაკუთხედად იქცა. ამ ძვირფასმა ინგრედიენტმა პოპულარობა ევროპაში მე-18 საუკუნეში, გლობალური ვაჭრობის აყვავების დროს მოიპოვა. დღეს, Parfums de Marly, ვანილის კლასიკურ ხიბლს, სპეციებთან, კრემოვან მერქნებსა და ამბრთან კომბინაციით გარდაქმნის. ბრენდის კომპოზიციებში, მგრძნობიარე და დახვეწილი ვანილის მდგრადი სურნელი, ერთი მხრივ, ტრადიციებს მიაგებს პატივს, მეორე მხრივ კი თანამედროვე დახვეწილობას ეგებება!

ქალური ელეგანტურობის ამსახველი ძლიერი აურით გასხივოსნებული რაფინირებული ფუფუნების სურნელი — Valaya Exclusif, ჩვენი დროის ესთეტებისთვისაა, რომელთაც მაქსიმალური სიამოვნების მიღება სურთ. უნიკალური, თუმცა, ამავდროულად უნივერსალური ყვავილოვან-მექრნოვანი ქმნილება, ნუშის მგრძნობიარე და ხავერდოვან მომხიბლავობას, გამჭვირვალე ყვავილების სიმსუბუქესა და კრემოვანი თეთრი ხეების დახვეწილ ძალას ამჟღავნებს. კომპოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს პუდროვანი ნოტები.

Valaya Exclusif-ის მიმზიდველი სითბოთი აღსავსე არომატი, ხავერდის სასიამოვნო ქსოვილს მოგაგონებთ, კანს რომ ნაზად ეფინება.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: მთელი დღის განმავლობაში, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. სუნამო იდეალურია დახვეწილი საღამოებისთვისაც

გამხსნელი ნოტებიხავერდოვანი ნუში, ბერგამოტი, მანდარინი

გულის ნოტებიფორთოხლის ყვავილი, თეთრი ყვავილები, პუდროვანი ასპექტები

საბაზისო ნოტებიაკიგალავუდი (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული), სანდალის ხე, ამბროქსანი (ბუნებრივი ამბრი), ვანილი


მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.