VALAYA
Body Cream
სუნამო
კანს, ბრენდის არომატ Valaya-ს ელეგანტური სურნელით მოეფინება
Not Chosen
Parfums de Marly-ს მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვით წარმოდგენილი ტანის კრემი — Valaya Body Cream, კანს, ბრენდის არომატ Valaya-ს ელეგანტური სურნელით მოეფინება, ფრთხილად შერჩეული ინგრედიენტების მინიმალისტური ფორმულით კი 8 საათის* განმავლობაში, ნაზად ატენიანებს.
აქციეთ Valaya Body Cream მოვლის ყოველდღიური რიტუალის განუყრელ ნაწილად!
გამოყენებისას, კრემი სხეულზე მასაჟისებრი მოძრაობებით გადაინაწილეთ.
ზედა ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი, თეთრი ატამი
შუა ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, ნიმფეალი, ვეტივერი
ბაზის ნოტები: აკიგალას ხე, ამბროფიქსი, მუშკი
AQUA (WATER/EAU), CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE, GLYCERIN, PARFUM (FRAGRANCE), CETEARYL GLUCOSIDE, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER, SORBITAN OLIVATE, BUTYLENE GLYCOL, HYDROXYACETOPHENONE, PRUNUS AMYGDALUS DULCIS (SWEET ALMOND) OIL, CETEARYL ALCOHOL, CARBOMER, TOCOPHEROL, ALLANTOIN, HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED OIL, SODIUM HYDROXIDE, o-CYMEN-5-OL, LIMONENE, PHYTIC ACID, CITRIC ACID, LINALOOL.
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.