მთავარიშოპისუნამო

VALAYA

VALAYA
VALAYA

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს არომატი Valaya თეთრი ყვავილების და მუშკის ელეგანტურ სურნელოვან ხასიათს აფრქვევს.

მოცულობა:

Not Chosen

1,116.00 ₾
აღწერა

ბამბის ქსოვილის ვუალის კანთან ნაზი შეხების ასოციაცია — Parfums de Marly-ს არომატი Valaya მანათობელი აურითა და ხელშეუხებელი სიფაქიზით გამოირჩევა.

ჟულიენ სპრეშერის ელეგანტური ქმნილება ერთგვარი თამაშია, ყვავილოვანი, მუშკისებრი და ხისებრი სურნელით, კოდებით, პარფიუმერული ნედლეულითა და დახვეწილი კონტრასტებით.

გამაგრილებელი გამხსნელი ნოტები — ბერგამოტი, მანდარინი და ტკბილი ატამი, თეთრი ყვავილების ნაზავისკენ მიგვიძღვის და მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) და ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მგრძნობიარე საბაზისო ნოტებს ერწყმის.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი, თეთრი ატამი

გულის ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, ნიმფეა (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ციკლამენის ყვავილის, მწვანე აკორდების, წყლის და ცაცხვის ყვავილის ფენებით) ვეტივერი

საბაზისო ნოტები: აკიგალავუდი (იგივე აკიგალას ხის აკორდი: მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული, პაჩულის ნოტი წიწაკის და აგარის ხის ელფერით, შიპრისებრი სურნელის კლასიდან), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (water), Limonene, Linalool, Citral

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.