მთავარიშოპისახის მოვლა

UV Expert Supra Screen SPF 50+

UV Expert Supra Screen SPF 50+

გაიცანით UV Expert Supra Screen SPF 50+: ფოტოდაბერებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების საწინააღმდეგო ყოველდღიური საშუალება Lancôme-ისგან.

მოცულობა:

Not Chosen

161.00 ₾
აღწერა

გაიცანით UV Expert Supra Screen SPF 50+: ფოტოდაბერებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების საწინააღმდეგო ყოველდღიური საშუალება Lancôme-ისგან. სწრაფად შეწოვადი, უხილავი, შრატისებრი ფორმულა, მზისგან დამცავი SPF50+ მოქმედებით, ჰიდროფილური ფილტრების ოპტიმალური დონეების კომბინაციით, კანს, სხვადასხვა სიგრძის ულტრაიისფერი სხივისგან (UVA, XL UVA, UVB) და გარემოს დაბინძურებისგან იცავს; სწრაფად იწოვება, ყველანაირი ფერის კანს უხილავად მოაფინება და ფოტოდაბერების ნიშნების გაჩენას ებრძვის.

ფოტოდაბერების პრევენციისთვის:
- იცავს კანს
- აუმჯობესებს მოდუნებული კანის სიმკვრივეს
- შესამჩნევად ამცირებს წვრილ ხაზებს და პიგმენტურ ლაქებს

შრატის მსუბუქი ფორმულა, ფოტოდაბერების პრევენციისთვის, გამდიდრებულია კანის დამცავი კომპლექსით, 3%-იანი ნიაცინამიდის, 1%-იანი E ვიტამინისა და 3%-იანი მწვანე ტექნოლოგიური მეთოდით დამუშავებული ბაბუაწვერას ექსტრაქტის ნაზავით. სწრაფად შეწოვადი და მსუბუქი ტექსტურით, კანს, სრულად უხილავად ფარავს, არ ტოვებს ცხიმოვან ნარჩენებს და თეთრ ლაქებს. შემოწმებულია ყველა ტიპის, მათ შორის — ცხიმიან და მგრძნობიარე კანზე.

UV Expert Supra Screen SPF 50+, მართლაც, მოვლის რუტინის აუცილებელი ატრიბუტია: 10-იდან 9 ქალი აღნიშნავს, რომ მოცემულ საშუალებას, კანის მოვლის რუტინაში, ყოველდღიურად მოიხმარს*.


უმაღლესი ტექნოლოგია (Supra Tech):

- SPF 50+ UVA, XL UVA და UVB-ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებისგან დასაცავად

- ჰიდროფილური ფილტრების უმაღლესი დონე

სრულად უხილავი (Supra Invisible)*

97% ადასტურებს, რომ შრატი, კანს, მარტივად, გლუვად მოეფინება

95% ადასტურებს, რომ კანში სწრაფად იწოვება

94% ადასტურებს, რომ კანს უხილავად ედება და არ ტოვებს ლაქებს

სუპერაქტიური (Supra Active)

88% ადასტურებს, რომ შრატის გამოყენების შედეგად, კანი, ნათელი და მბრწყინავია**

86% ადასტურებს, რომ კანის ელფერი გათანაბრებულია**

88% ადასტურებს, რომ კანის მოდუნებული უბნები გამკვრივებულია

71% ადასტურებს, რომ წვრილი ხაზები შემცირებულია*

*147 მონაწილეზე წარმოებული თვითშეფასების კვლევა პროდუქტის გამოყენებიდან 1 თვის შემდგომ

*165 მონაწილეზე წარმოებული თვითშეფასების კვლევა პროდუქტის გამოყენებიდან 1 თვის შემდგომ

გამოყენების წესი

გაეცანით შრატ UV Expert Supra Screen SPF 50+-ის გამოყენების წესებს, ფოტოდაბერების ხილული ნიშნების პრევენციისთვის:

- შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენებამდე

- წაისვით ყოველ დილით, კანის მოვლის რუტინის დამაგვირგვინებელ საფეხურზე

- ამოტუმბეთ შრატი ფლაკონიდან, დაიწვეთეთ თითებზე და გადაინაწილეთ სახისა და ყელის ზონებზე

- საჭიროებისამებრ, გადაისვით დღის განმავლობაში

გაითვალისწინეთ: UV Expert Supra Screen SPF 50+, მზისგან 100%-იან დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მზის ქვეშ, უზომოდ დიდი დროის გატარება, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მოარიდეთ ჩვილები და პატარა ბავშვები მზის სხივებთან პირდაპირ კონტაქტს.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.