მთავარიშოპისუნამო

Untold

Untold
Untold

Eau de Parfum

სუნამო

Elizabeth Arden-ის Untold, თანამედროვე ქალის პროტოტიპით შთაგონებული მგრძნობიარე, ყვავილოვანი, იდუმალი არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

147.00 ₾
აღწერა

აღმოაჩინეთ Elizabeth Arden-ის Classic — არომატული კოლექცია, რომელიც მინის არქიტექტურულ ფლაკონებში, ბრენდის 4 საკულტო სუნამოს აცოცხლებს. მისი ერთ-ერთი შემადგენელია Untold-იც — ბრენდის შთამაგონებელი პერსონის — იდუმალი, თანამედროვე ქალის მსგავსად, მრავალფასადური ხასიათის ქმნილება.

Untold-ის სურნელის გაშლისას, განწყობას აგიმაღლებთ შავი მოცხარის, ბერგამოტის და ვარდისფერი წიწაკის ენერგიული ნოტები; კომპოზიციის განვითარების მომდევნო ეტაპზე კი — გარდენიის, პიონის და ჟასმინის გაფურჩქნილი ყვავილები დაგატკბობთ: სიცოცხლით აღსავსე გული, კომპოზიციის ბაზის დამამშვიდებელი ატმოსფეროსთვის შეგამზადებთ, სადაც თავდაჯერებული სურნელოვანი შლეიფით შეგმოსავთ სანდალის ხის, პაჩულის და თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკის ნაზავი.

გამხსნელი ნოტები:

შავი მოცხარი, ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები:

გარდენია, პიონი, ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

სანდალის ხე, პაჩული, თეთრი მუშკი

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Ext. Violet 2 (CI 60730), Yellow 5 (CI 19140), Yellow 6 (CI 15985). B03268

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.