მთავარიშოპისუნამო

UNIVERSELLE

UNIVERSELLE

BODY CREAM

სუნამო

ტანის კრემი Crème Universelle ნაზი, დახვეწილი სურნელით, Goutal-ის სუნამოების გასაძლიერებლად და მათი არომატული ნაკვალევის გასახანგრძლივებლად შეიქმნა.

მოცულობა:

Not Chosen

225.00 ₾
აღწერა

ტანის კრემი Crème Universelle ნაზი, დახვეწილი სურნელით, Goutal-ის სუნამოების გასაძლიერებლად და მათი არომატული ნაკვალევის გასახანგრძლივებლად შეიქმნა.

შიის კარაქით გამდიდრებული გემრიელი, ხავერდოვანი კრემი, კანზე მყისიერად დნება და იცავს, აღადგენს და ღრმად კვებავს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ, როგორც სილამაზის რუტინის პირველი ნაბიჯი, კანის მოსამზადებლად სუნამოს მიპკურებისთვის.

AQUA / WATER / EAU, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER, DIMETHICONE, GLYCERIN, BUTYLENE GLYCOL, CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE, PARFUM / FRAGRANCE, HYDROGENATED POLY(C6-14 OLEFIN), GLYCERYL STEARATE, HYDROGENATED VEGETABLE OIL, 1,2-HEXANEDIOL, CETEARYL ALCOHOL, PEG-100 STEARATE, AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER, STEARIC ACID, PALMITIC ACID, ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, TROMETHAMINE, GLYCERYL CAPRYLATE, DISODIUM EDTA, ETHYLHEXYLGLYCERIN, HYDROXYCITRONELLAL, LIMONENE, LINALOOL, MYRISTIC ACID, ARACHIDIC ACID, CITRIC ACID, TOCOPHEROL

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).