მთავარიშოპისუნამო

Unforgettable

Unforgettable
Unforgettable

Eau de Parfum

სუნამო

Christina Aguilera-ს Unforgettable უკვდავი მომხიბლავობის ამსახველი ფემინური ესენციაა: ღამის ყვავილობის ჟასმინი, არომატის დანარჩენ მგრძნობიარე ნოტებთან ერთად, მართლაც დაუვიწყარ აურას მოგანიჭებთ.

მოცულობა:

Not Chosen

63.00 ₾
აღწერა

თუ ამ უკვდავი მომხიბლავობის ფემინურ ესენციას დააგემოვნებთ, მისი მგრძნობიარე ნოტების, მათ შორის — ღამის ყვავილობის ჟასმინის დამსახურებით, ვეღარავინ დაგივიწყებთ!

Unforgettable-ის დამატყვევებელი სურნელი ქლიავის და ბროწეულის ხილისებრი აკორდებით იშლება. არომატის გულში ყვავილოვან აურას წარმოქმნიან ღამის ჟასმინი და თურქული ვარდი. კომპოზიციის დამაგვირგვინებელ ინგრედიენტებად კი — ქაშმერანის ვანილი (ქაშმერანი: ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) და ტონკას მარცვლები გვევლინებიან.

Top notes: Plum, Pomegranate;

Heart notes: Night Blooming Jasmine, Turkish Rose;

Base notes: Cashmeran Vanilla, Tonka Absolute

Alcohol Denat, Aqua/Water/Eau, Parfum (Fragrance), Limonene, Benzyl Salicylate, Citronellol, Linalool, Coumarin, Hydroxycitronellal, Citral, Geraniol, Ext. Violet 2 (CI 60730), Yellow 5 (CI 19140), Red 33 (CI 17200)

ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი — ქრისტინა აგილერა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ვარსკვლავური პარფიუმერული ფრანჩიზის მფლობელია: Christina Aguilera მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, გერმანიაში კი, ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავურ ბრენდს წარმოადგენს.

Christina Aguilera-ს პარფიუმერული სახლი, 2007 წლიდან, დამატყვევებელ სუნამოებს ქმნის, რომლებიც ქალების მოტივაციას ემსახურება და ფემინურობასა და სიძლიერეს მიაგებს ოდას.

შეაბიჯეთ ქრისტინა აგილერას ინტიმურ სურნელოვან სამყაროში და აღმოაჩინეთ არომატები, რომლებიც მის ვარსკვლავურ ძალას, თავდაჯერებასა და მგრძნობიარობას ასხივებენ. მისი კოლექციის ყოველი პროდუქტი იმ თანამედროვე ქალის ყოველდღიური თანმხლებია, რომელსაც სურს, საკუთარ ცხოვრებას გლამურის მცირე დოზა შემატოს, ახალ სოციუმში ინტეგრაციას კი არასოდეს უშინდება.