მთავარიშოპისუნამო

UN MATIN D'ORAGE

UN MATIN D'ORAGE

EAU DE PARFUM

სუნამო

ჰაერი, რომელიც, სულ რამდენიმე წუთის წინ მძიმე იყო, გაგრილებულა: ახლადშეწყვეტილი წვიმის სუნს შეიგრძნობ, სველი მიწის არომატით ამაღლებულ მაგნოლიისა და გარდენიის ყვავილებთან ერთად.

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

ჰაერი, რომელიც, სულ რამდენიმე წუთის წინ მძიმე იყო, გაგრილებულა: ახლადშეწყვეტილი წვიმის სუნს შეიგრძნობ, სველი მიწის არომატით ამაღლებულ მაგნოლიისა და გარდენიის ყვავილებთან ერთად.

კამილა გიუტალისა და იზაბელ დოიენის აღქმით, სწორედ ასეთია იაპონიის აყვავებულ ბაღში, დილის ჭექა-ქუხილის თანმხლები კოკისპირული წვიმის სურნელი — Un Matin D’orage 

გამხსნელი ნოტები: შიშო, ჯანჯაფილი

გულის ნოტები: მუსკატის კაკალი, ტუბეროზა

საბაზისო ნოტები: გაიაკის ხე, მირონი, ვანილი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Benzyl salicylate, Linalool, Benzyl benzoate, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE , Limonene, Hexyl cinnamal, ETHYLHEXYL SALICYLATE , Hydroxycitronellal, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, Farnesol, Alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, Eugenol, Benzyl alcohol, Citral, Isoeugenol, Citronellol, CITRIC ACID

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).