მთავარიშოპისახის მოვლა

Ultra Facial Overnight Hydrating Face Mask With 10.5% Squalane

Ultra Facial Overnight Hydrating Face Mask with 10.5% Squalane

სახის დამატენიანებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის, აკავებს ტენიანობას, აძლიერებს კანის ტენიანობის ბარიერს და კურნავს სიმშრალეს, დაჭიმულობასა და აქერცლილ კანს.

მოცულობა:

Not Chosen

129.00₾ 161.00₾

აღწერა

მშრალი კანისთვის განკუთვნილი Kiehl’s-ის ღამის ნიღაბი, ინტენსიური დამატენიანებელი მოქმედებით, აღადგენს და აძლიერებს კანის ტენიანეობის ბარიერს, ზრდის ბარიერულ სტაბილურობას და აღმოფხვრავს ტენიანობის გადაჭარბებული რაოდენობით დაკარგვას ძილის დროს.

ტრანსფორმაციული ბალზამისებრ-ზეთოვანი საშუალება, 10.5%-იანი სკვალანის შემცველობით, კანზე დნება და ტენიანობის ბარიერს ასტაბილურებს, რაც, თავის მხრივ, გარემოს აგრესორების მიმართ მედეგობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ნიღაბი, სიმშრალის პრევენციას, 3 დღემდე ხანგრძლივობით გთავაზობთ; კანს აცოცხლებს, კვებავს, აქერცლილ ზონებს აკორექტირებს და კანს ჯანსაღ იერს ანიჭებს.

პროდუქტი Allure Best of Beauty 2023-ის ჯილდოს მფლობელია.

არ შეიცავს პარაბენებს, არომატიზატორებს, მინერალურ ზეთებს, სილიკონს და საღებავებს.

მომხმარებელთა კვლევის ფარგლებში:

93% კანის ღრმა დატენიანებას ადასტურებს*

90% კანის აქერცვლის ტენდენციის შემცირებას ადასტურებს**

84% კანის დაჭიმულობის შემცირებას ადასტურებს**

*2 კვირის განმავლობაში, 95 სუბიექტზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევა

**1 კვირის განმავლობაში, 95 სუბიექტზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევა

- კანს, მთელი ღამის განმავლობაში, ღრმად ატენიანებს; ამცირებს ხილულ სიმშრალესა და აქერცვლას

- უზრუნველყოფს სიმშრალის პრევენციას 3 დღემდე ხანგრძლივობით

- უზრუნველყოფს ღამით ტენიანობის ჭარბად დაკარგვას და ხელს უწყობს ჰიდრატაციის შენარჩუნებას

- ტენიანობის ბარიერის გასაძლიერებლად, აღადგენს კანისთვის აუცილებელ ლიპიდებს და ხელს უწყობს კანის მედეგობის გაძლიერებას გარემოს მავნე აგრესორების მიმართ

- კანს ღრმად კვებავს, ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას, ფორების დახშობისა და ცხიმოვანი შეგრძნების გარეშე

- არაკომედოგენური, არაწებოვანი ფორმულა

- პროდუქტი წარმოდგენილია 100%-ით გადამუშავებადი ქილით

942132 5 - INGREDIENTS: AQUA / WATER • LAURYL LAURATE • SQUALANE • ISONONYL ISONONANOATE • BEHENYL BEHENATE • SORBITAN OLIVATE • SORBITAN STEARATE • POLYHYDROXYSTEARIC ACID • CANDELILLA CERA / CANDELILLA WAX • PROPANEDIOL • PHENOXYETHANOL • SODIUM POLYACRYLATE • CHLORPHENESIN • ETHYLHEXYLGLYCERIN • PSEUDOALTEROMONAS FERMENT EXTRACT • SALICYLIC ACID • SODIUM HYDROXIDE (F.I.L. D273730/1).

გამოყენების წესი

გადაინაწილეთ თითებით ღამის ღრმად დამატენიანებელი ნიღაბი, მთელ სახეზე, დაბანის შემდეგ: დაიტანეთ ნიღბის სქელი ფენა და შეიზილეთ მასაჟისებრი მოძრაობებით, სანამ ბალზამისებრი სტრუქტურა, ზეთოვნად არ გარდაიქმნება და კანს არ ჩაადნება.

გადაისვით მონარჩენი მასა კისრის და მკერდის ზონებზე. გაიჩერეთ მთელი ღამე, დილით კი, მოვლის ჩვეული რუტინა განაგრძეთ.

ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 3-ჯერ სიხშირით. 

ფაქიზად გამწმენდი ბალზამის ფუნქციით: შეიზილეთ მშრალ კანზე თითებით, მცირე რაოდენობით, ნაზი მასაჟისებრი მოძრაობებით. მოიწმინდეთ მშრალი პირსახოცით. მეტად ღრმა წმენდისა და ჰიდრატაციისთვის, გაიჩერეთ 60 წამის განმავლობაში.

15-წუთიანი მოვლის ფუნქციით: წაისვით ნიღბის ხილული ფენა, მშრალი ზონების ღრმად დასატენიანებლად და კანის დამატებით გამოსაკვებად. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ — მოიშორეთ.

აღმოაჩინეთ Kiehl’s-ის უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი საშუალებები და შეადგინეთ კანის მოვლის პერსონალიზებული რუტინა; ისიამოვნეთ ჯანსაღი, მოვლილი კანით!