მთავარიშოპისახის მოვლა

Ultra Facial Cream With Squalane

Ultra Facial Cream with Squalane

აღმოაჩინეთ 4,5%-იანი სკვალანით, მყინვარული გლიკოცილებით და პროკერამიდებით ფორმულირებული Kiehl’s-ის #1 სახის კრემი, კანის ტენიანობის ბარიერის გაძლიერებისთვის, სიგლუვისა და 72-საათიანი ჰიდრატაციისთვის.

მოცულობა:

Not Chosen

101.00₾ 126.00₾

აღწერა

Kiehl’s-ის #1 ულტრადამატენიანებელი სახის კრემი, 4,5%-იანი სკვალანის შემცველობით, უნიკალური, მსუბუქი ტექსტურითა და ჰიდრატაციის ხანგრძლივი — 72-საათიანი ეფექტით, თქვენს კანს, სინაზეს და შესამჩნევ სიჯანსაღეს ანიჭებს.

სკვალანის, მყინვარული გლიკოცილების (უკიდურესად ცივ გარემოში არსებული ორგანიზმებით შექმნილი ბიოტექნოლოგიური ინგრედიენტი) და პროკერამიდების შემცველი უცხიმო, უპარაბენო და უარომატიზატორო ფორმულის ეფექტურობას, კლინიკური კვლევებიც ადასტურებს: მსუბუქი დამატენიანებელი საშუალება, კანში, ღრმად — 15 შრეში აღწევს; არბილებს, ათანაბრებს და აცოცხლებს!

ეგზემის ეროვნული ასოციაციის აღიარების ბეჭდის™ მფლობელი პროდუქტი, აშშ-ში, ყოველ 30-წამში ერთხელ იყიდება!*

(*სტატისტიკა ეყრდნობა დისტრიბუციის სრული ციკლის მონაცემებს, პროდუქტის ყველა ხელმისაწვდომი მოცულობის შემადგენლობით, 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტოს ინტერვალით).

- ხანგრძლივი — 72-საათიანი ჰიდრატაცია, ნაზი, გლუვი, ჯანსაღი კანისთვის*

- აძლიერებს კანის ბარიერს, კანის 15 შრეში აღწევს და ღრმად ატენიანებს**

- კანის ბარიერს, სულ რაღაც, 1 საათში აღადგენს***

- კვლევის მონაწილეთა 85%-ში, სიწითლის შესამჩნევი შემცირება გამოვლინდა****

- ულტრამსუბუქი ტექსტურის დამსახურებით, კანში სწრაფად იწოვება

- შემოწმებულია, როგორც ყოველდღიურ, ასევე — ექსტრემალურ გარემოში

- რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანისთვისაც

- კვლევების 100% მგრძნობიარე კანზე აწარმოეს*****

* ინსტრუმენტული კვლევის შედეგად, 72-საათიანი ჰიდრატაცია გამოვლინდა

**კანის რქოვანა შრეში: მონაცემი ეყრდნობა ინსტრუმენტული კვლევის ფარგლებში, კრემით დამუშავებული კანის დაუმუშავებელ კანთან შედარების შედეგებს

***კანის ბარიერის აღდგენის ეფექტი შემოწმდა ინსტრუმენტული კვლევის ფარგლებში, წებოვანი ლენტის მეთოდით

****მონაცემი ეყრდნობა 21 მონაწილეზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს: გამოსახულების ანალიზს პროდუქტის გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ

*****მონაცემი ეყრდნობა ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს

685673 130 - INGREDIENTS: AQUA / WATER • GLYCERIN • DIMETHICONE • SQUALANE • BIS-PEG-18 METHYL ETHER DIMETHYL SILANE • SUCROSE STEARATE • STEARYL ALCOHOL • PEG-8 STEARATE • MYRISTYL MYRISTATE • PRUNUS ARMENIACA KERNEL OIL / APRICOT KERNEL OIL • PHENOXYETHANOL • PERSEA GRATISSIMA OIL / AVOCADO OIL • GLYCERYL STEARATE • CETYL ALCOHOL • ORYZA SATIVA BRAN OIL / RICE BRAN OIL • OLEA EUROPAEA FRUIT OIL / OLIVE FRUIT OIL • CHLORPHENESIN • STEARIC ACID • PALMITIC ACID • CARBOMER • ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER • TRISODIUM ETHYLENEDIAMINE DISUCCINATE • PRUNUS AMYGDALUS DULCIS OIL / SWEET ALMOND OIL • XANTHAN GUM • ETHYLHEXYLGLYCERIN • SODIUM HYDROXIDE • TOCOPHEROL • GLYCINE SOJA OIL / SOYBEAN OIL • PSEUDOALTEROMONAS FERMENT EXTRACT • MYRISTIC ACID • HYDROXYPALMITOYL SPHINGANINE • SALICYLIC ACID • HELIANTHUS ANNUUS SEED OIL / SUNFLOWER SEED OIL • ROSMARINUS OFFICINALIS LEAF EXTRACT / ROSEMARY LEAF EXTRACT • CITRIC ACID (F.I.L. Z293407/1).

გამოყენების წესი

დაიტანეთ სახის დამატენიანებელი კრემი ხელის გულზე, მცირე რაოდენობით.

გადაინაწილეთ გამწმენდის და ტონერის გამოყენების მომდევნო საფეხურზე.

წაისვით დღეში ორჯერ, დღისით და ღამით, როგორც მოვლის რუტინის იდალური დამაგვირგვინებელი საშუალება.

აღმოაჩინეთ Kiehl’s-ის უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი საშუალებები და შეადგინეთ კანის მოვლის პერსონალიზებული რუტინა; ისიამოვნეთ ჯანსაღი, მოვლილი კანით!