მთავარიშოპისახის მოვლა

Ultra Facial Barrier-Hydrating Cleanser

Ultra Facial Barrier-Hydrating Cleanser

სახის დამატენიანებელი გამწმენდი კრემოვან-ქაფისებრი სტრუქტურით, მაკიაჟს და მზისგან დამცავი კრემის ნარჩენებს, კანის ბარიერის დარღვევის გარეშე აშორებს.

მოცულობა:

Not Chosen

42.00₾ 53.00₾

აღწერა

Kiehl’s-ის მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კრემოვან-ქაფისებრი გამწმენდი, აშორებს ჭუჭყს და მყისიერად ატენიანებს კანს. კრემოვანი სტრუქტურიდან, პაწაწინა ბუშტუკების შემცველ, მკვრივ მიკროქაფად გარდაიქმნება და ტენიანობის ბარიერის დაზიანების გარეშე აშორებს ჭუჭყს, მაკიაჟსა და მზისგან დამცავი კრემის ნარჩენებს.

სპეციალურად ამინომჟავების სურფაქტანტებით (ზედაპირული აქტიური ნივთიერებები) ფორმულირებული გამწმენდი, ჭუჭყის მოშორებაზე მუშაობს; ამავდროულად, სკვალანის და გლიცერინის შემცველობით, კანის ბარიერს ატენიანებს და კანის ჰიდრატაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ღრმად დამატენიანებელი ფორმულა, კანს, აქერცვლის გარეშე ასუფთავებს.

- 25%-ით გაზრდილი მყისიერი ჰიდრატაცია*

- აშორებს მაკიაჟს და მზისგან დამცავი კრემის ნარჩენებს

- აძლიერებს კანის ბარიერს

- გაწმენდისას, ატენიანებს და იცავს კანის ბარიერს

- ხასიათდება კრემოვან-ქაფისებრი სტრუქტურით

- არ იწვევს კანის აქერცვლას

- რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე და ეგზემისკენ მიდრეკილი კანისთვისაც

- შემოწმებულია დერმატოლოგიურად; არ შეიცავს არომატიზატორებს და საპონს

- არაკომედოგენურია

*მონაცემი ეყრდნობა ინსტრუმენტული კვლების შედეგებს

972306 3 - INGREDIENTS: AQUA / WATER / EAU • GLYCERIN • SODIUM COCOYL GLYCINATE • SODIUM CHLORIDE • GLYCOL DISTEARATE • DISODIUM LAURETH SULFOSUCCINATE • CITRIC ACID • GLYCERYL STEARATE • PEG-100 STEARATE • PHENOXYETHANOL • HYDROXYACETOPHENONE • KAOLIN • HYDROXYPROPYL STARCH PHOSPHATE • CAPRYLYL GLYCOL • ACRYLATES COPOLYMER • BEHENYL ALCOHOL • MAGNESIUM GLUCONATE • SQUALANE • TRISODIUM ETHYLENEDIAMINE DISUCCINATE • PANTHENOL (F.I.L. N70044973/1).

გამოყენების წესი

ააქაფეთ გამწმენდის ფორმულა წყალში და შექმენით კრემოვანი ქაფი.

შეიზილეთ სახეზე, წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით.

ჩამოიბანეთ კარგად და მოიშორეთ ნარჩენები ნოტიო პირსახოცით ან წყლით.

გამწმენდის ფაქიზი ფორმულა, დღეში ორჯერადი გამოყენების საშუალებას გაძლევთ.

აღმოაჩინეთ Kiehl’s-ის უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი საშუალებები და შეადგინეთ კანის მოვლის პერსონალიზებული რუტინა; ისიამოვნეთ ჯანსაღი, მოვლილი კანით!