მთავარიშოპისახის მოვლა

Ultra Facial Advanced Repair Barrier Cream

Ultra Facial Advanced Repair Barrier Cream

Allure Best of Beauty 2023-ის ჯილდოს მფოლბელი ინტენსიური ბარიერული კრემი, კოლოიდური შვრიის ფაფის და ბეტა-გლუკანის შემცველობით, მყისიერად აღადგენს და შვებას გვრის მგრძნობიარე, მშრალ და ძალიან მშრალ კანს.

მოცულობა:

Not Chosen

140.00₾ 175.00₾

აღწერა

Kiehl’s-ის ინტენსიური ბარიერული კრემი, მყისიერად აღადგენს და შვებას გვრის მშრალ, მგრძნობიარე კანს.

კოლოიდური შვრიის ფაფის და ბეტა-გლუკანის შემცველი მძლავრი ფორმულა, ბრენდის უნიკალური ტექნოლოგიით — Advanced Barrier Technology-თაა აღჭურვილი, რაც კანის ლიპიდური სტრუქტურის იმიტაციასა და ტენიანობის ბარიერის ხელშეწყობას უზრუნველყოფს; შედეგად, შესამჩნევად ამცირებს გამოშრობით გამოწვეულ სიწითლეებს.

ეს მძლავრი ბარიერული აღმდგენი, კანის დაახლოებით 10 შრეს, სიმშრალის შეგრძნებით გამოწვეულ დისკომფორტს უმსუბუქებს და დამცავი ბარიერის აღდგენასაც უწყობს ხელს.

Ultra Facial Advanced Repair Barrier Cream, ეგზემის ეროვნული ასოციაციის აღიარების ბეჭდის — National Eczema Association's Seal of Acceptance™-ის მფლობელია. მიღებული აქვს Allure Best of Beauty 2023-ის ჯილდოც.

- ყველაზე მშრალი კანის იერსახესაც კი, რბილი, გლუვი და ჯანსაღი ტექსტურით გარდაქმნის

- შვებას გვრის გაღიზიანებულ კანს

- შემოწმებულია კლინიკურად: კვლევის მონაწილეთა 100%-ს მგრძნობიარე, 50%-ს მშრალიდან უკიდურესად გამომშრალამდე კანის ტიპი აღენიშნებოდათ

ბალზამისებრ-კრემოვანი სტრუქტურით, კანში სწრაფად იწოვება და არ ახშობს ფორებს

კრემის გამოყენება უსაფრთხოა მშრალი, ძალიან მშრელი, მგრძნობიარე და ეგზემისკენ მიდრეკილი კანისთვისაც

- კანის ბარიერის ფუნქციას, სულ რაღაც, 1 საათში აღადგენს*

- სწრაფად ამცირებს სიწითლეს**

- შვებას გვრის კანის 10-მდე შრეს***

*28 სუბიექტზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ტრანსეპიდერმული წყლის დანაკარგისა და ლენტის დაკვრის მეთოდით განხორციელდა, ერთ საათში, კანის ტენიანობის ბარიერის ფუნქციის დროებით აღდგენას უზრუნველყოფს

**მუშაობს სიწითლესა და სიმშრალეზე: მონაცემი ეყრდნობა 50 სუბიექტზე, 4 კვირის განმავლობაში წარმოებულ მომხმარებელთა აღქმის კვლევას, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა დროს, კრემის გამოყენების შემდეგ, სიწითლის შესამჩნევი შემცირების სტატისტიკა აღინიშნა

***მონაცემები ეყრდნობა 26 სუბიექტზე, 96 საათის განმავლობაში წარმოებულ კორნეომეტრის ინსტრუმენტულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეთა კანი, კრემის გამოყენების შემდეგ, სხვადასხვა დროს, იმ სუბიექტების კანს შეადარეს, რომელთაც, კრემი არასოდეს გამოუყენებიათ

ფორმულაზე წარმოებული კლინიკური კვლევები წარმოდგენილია ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებების დადასტურების მიზნით.

2030594 16 - INGREDIENTS: AQUA / WATER • BUTYLENE GLYCOL • GLYCERIN • CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE • BEHENYL ALCOHOL • PENTYLENE GLYCOL • NIACINAMIDE • DICAPRYLYL CARBONATE • CETEARYL ALCOHOL • TREHALOSE • SUCROSE POLYSTEARATE • C12-16 ALCOHOLS • ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER • TROMETHAMINE • TOCOPHEROL • HYDROXYETHYL ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER • CERAMIDE NP • ALLANTOIN • HYDROGENATED POLYISOBUTENE • PALMITIC ACID • HYDROGENATED LECITHIN • CARBOMER • BETA-GLUCAN • ETHYLHEXYLGLYCERIN • ADENOSINE • CAPRYLYL GLYCOL • PSEUDOALTEROMONAS FERMENT EXTRACT • SORBITAN ISOSTEARATE • CETYL PALMITATE • CYNANCHUM ATRATUM EXTRACT • COLLOIDAL OATMEAL • SORBITAN OLIVATE • SORBITAN PALMITATE • C14-22 ALCOHOLS • C12-20 ALKYL GLUCOSIDE • SALICYLIC ACID • SODIUM HYDROXIDE (F.I.L. Z287732/1).

გამოყენების წესი

წაისვით Kiehl’s-ის ბარიერული კრემი სახის შრატის გამოყენების მომდევნო საფეხურზე, სასურველი რაოდენობით.

ფორმულის კანში შესაწოვად, გადაინაწილეთ ნაზი, წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით.

მშრალი, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, გამოიყენეთ დილას და საღამოს.

გამოიყენეთ, როგორც დამატენიანებელი ან Kiehl’s-ის კრემ Ultra Facial-თან კომბინაციით, ბარიერული აღდგენის გასაძლიერებლად.

აღმოაჩინეთ Kiehl’s-ის უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი საშუალებები და შეადგინეთ კანის მოვლის პერსონალიზებული რუტინა; ისიამოვნეთ ჯანსაღი, მოვლილი კანით!