TURKUAZ
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის არომატი TURKUAZ ოტომანთა საზაფხულო სასახლის კარიბჭეში ზღვიდან მონაბერი ნაზი, ბალზამისებრი ქარის შეგრძნებებს ქმნის.
Not Chosen
REGALIEN-ის სუნამოს TURKUAZ ფირუზისფერი წყლებიდან მონაბერი თბილი ნიავის და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ასოციაციების აღსაძრავად უწოდეს. მდიდრული ფირუზისფერი ოტომანთა სასახლეების დიდებულ არქიტექტურაშიც დომინირებს.
TURKUAZ ლურჯის ყველაზე ლამაზი ტონალობის და უახლესი მწვანე ნოტების (მწვანე ნოტები: ენერგიული, გამაგრილებელი ხასიათის რეპორდუქციული აკორდი მამაკაცის და ქალის სუნამოების გამხსნელ ნოტებში. ბუნების, ფოთლების, ფურცლების ან ხავსის, მცენარეული სურნელით) ბლენდით შექმნილი სურნელოვანი ფერია, რომელსაც ამ სათავგადასავლო არომატში ყველა გრძნობით შეიგრძნობთ.
გამხსნელი ნოტები: ზღვის ნოტები, ოზონის ნოტები (რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ჰაერის, წყლის, გამაგრილებელი, მეტალის ნოტებით და ზღვიდან მონაბერი ბრიზის, სასიამოვნო ნიავში ნაზად მოფრიალე სუფთა სარეცხის ასოციაციებით, ქლორის ან ლითონის დახვეწილი ტონების კრისტალური აქცენტებით), არტემიზია, ზაფრანა
გულის ნოტები: წყალმცენარეები, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), თურქული ვარდი
საბაზისო ნოტები: ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ქარვა, მუხის ხავსი
Alcohol, Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Citronellol, Evernia Prunastri Extract, Geraniol, Limonene, Linalool
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.